Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, თვითიზოლაციაში მყოფ მარნეულის მოქალაქეებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ

თარიღი : 25-03-2020, 17:09 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებული მარნეულის მოქალაქეები თვითიზოლაციაში არიან.

მათ ტემპერატურა და კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები ამ დროისთვის არ აღენიშნებათ.

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე იმ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც მარნეულის 26 მოქალაქეა დასაქმებული და მათი ჯანმრთელობისა და იზოლაციის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მერიის და ჯანდაცვის მხრიდან იზოლაციის პირობების გამკაცრებას და მათ საცხოვრებელ სახლებთან დაცვის თანამშრომლების დაყენებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვალ დილით პირადად ნახავენ იმ ფართებს, სადაც მარნეულის 26-მა მოქალაქემ 14 დღიანი იზოლაციის პირობები უნდა გაიაროს.

ამ პერიოდში დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს მათ კვებას და შრომის ანაზღაურებას!


ნანახია: 424-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი