Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულს მალე ახალი საკალათბურთო მოედანი ექნება

თარიღი : 25-03-2020, 15:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში ახალი საკალათბურთო მოედნის მოწყობის მიზნით ტენდერი შედგა.

გამოვლენილია ერთი კომპანია, რომლის შეფასებას და დოკუმენტაციის დაზუსტებას მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ახდენს.

პროექტის ფარგლებში, კალათბურთის მოედნის მშენებლობასთან ერთად, კომპანიამ საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციაც უნდა განახორციელოს.

ცენტრალური გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო ხარაგაულის სოფელ ქვებში.

პირველ ეტაპზე სასოფლო გზის ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ბეტონის საფარი.

ამჟამად კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება გზის 600 მეტრიან მონაკვეთს.

დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს აღნიშნული გზის გასწორხაზოვნება და მომზადება ბეტონის საფარის დასაგებად.


ნანახია: 189-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი