Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის სოფელ ზედა საქარაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

თარიღი : 25-03-2020, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის სოფელ ზედა საქარაში, თავაძეების უბანთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა, რომლითაც ყოველდღიურად 400-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს სრულდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის ზედაპირი ბეტონის საფარით მოეწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, გზის აღდგენის სამუშაოებს შპს " იმედი დიდუბე" ასრულებს. პროექტს რგფ აფინანსება და მისი ღირებულება 547 992 ლარია.

"ზესტაფონის მერია აგრძელებს ყველა იმ პროექტის მონიტორინგს, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს. ზედა საქარის გზის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულების სტადიაშია და სულ მალე ადგილობრივ მოსახლეობას, ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი, თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით მოწყობილი გზა ექნება სოფელში", - განაცხადა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, რომელიც ადგილზე გაეცნო პროექტის მიმდინარეობას და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.


ნანახია: 276-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი