Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში ახალი კორონავირუსიდან გამოჯანმრთელებულთა რიგებს შესაძლოა საჩხერის საავადმყოფოში პირებიც მიემატოს

თარიღი : 25-03-2020, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში ახალი კორონავირუსიდან გამოჯანმრთელებულთა რიგებს შესაძლოა ის სამი პაციენტიც შეემატოს, რომლებიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ. მათ დღეს ტესტი ჩაუტარდება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, 24-სააათის გასვლის შემდეგ მეორე ტესტი გაკეთდება და თუ ვირუსი არც ამჯერად დადასტურდება, პაციენტები კლინიკას დატოვებენ.

სამედიცინო ცენტრში დღეს იმ 4 პაციენტის სისხლის ნიმუშების კვლევის შედეგებსაც ელოდებიან, რომლებიც კლინიკაში ვირუსის საეჭვო სიმპტომებით არიან მოთავსებული. კიდევ ერთი პაციენტის-ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, რომელსაც კოვიდ 19 დადასტურებული აქვს, საშუალო სიმძიმისაა.

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ საჩხერის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ მოქალაქეებს, რომელთაც ეპიდემიოლოგები 24 საათის განმავლობაში ზედამხედველობენ.


ნანახია: 341-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი