Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაჭაში, ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში შეყვანილ პირებს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ

თარიღი : 24-03-2020, 23:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ახალი კორონავირუსის შემთხვევა არ ფიქსირდება. ინფორმაციას ამის შესახებ მხარის რწმუნებული ავრცელებს.

არჩილ ჯაფარიძის თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამბროლაურის სოფელ კვაცხუთში მყოფ პიროვნებას კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა.

“აღნიშნულ პიროვნებას გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 28 თებერვალს ჩამოვიდა თბილისში, 14 მარტს კი- ამბროლაურში. მან დღეს მიმართა ამბროლაურის საავადმყოფოს ყელის ტკივილით, ხველით და ტემპერატურის მომატებით.

ოპერატიულად იქნა მიღებული ზომები, დაავადებათა კონტროლის რეგიონული სამსახურის მიერ, ადგილზე იქნა ნაცხი აღებული ამბროლაურის საავადმყოფოში, ტრანსპორტირებული იქნა დაავადებათა კონტროლის იმერეთის რეგიონალური სამმართველოს ლაბორატორიაში, საღამოს მივიღეთ ნაცხის პასუხი, რომელიც უარყოფითია.

ასევე, თქვენთვის ცნობილია, რომ ონის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოდან გუშინ ტრანსპორტირეული იქნა თვითიზოლაციაში მყოფი პიროვნება, ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით, პაციენტის პასუხიც ასევე უარყოფითია.

ამ დროისთვის რეგიონში სიმშვიდეა, ვირუსი არ დაფიქსირებულა, ვაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და იმედი მაქვს, შევინარჩუნებთ სიმშვიდეს,”- ამბობს არჩილ ჯაფარიძე.


ნანახია: 732-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი