Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, ქალაქის სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

თარიღი : 24-03-2020, 22:30 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საყოველთაო სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხარაგაულის მერიის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით, დეზინფექცია ჩაუტარდა დაბაში მდებარე ყველა სასურსათო მაღაზიას, აფთიაქს და საჯარო დაწესებულებას.

მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერიოდულად კვლავ გაგრძელდება და მის მიმდინარეობას მონიტორინგს ჯანდაცვის ცენტრი უწევს.

მერიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბება, სადაც ისმენენ ინფორმაციას ხარაგაულში არსებული მდგომარეობის შესახებ.

დაბის ქუჩებში პერიოდულად რიგდება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სარეკომენდაციო ბუკლეტები.

დღეის მდგომარეობით, ხარაგაულში 12 პირი რჩება თვითიზოლაციაში და ხარაგაულის ერთი მოქალაქეა კარანტინში.

მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე არ ყავს არცერთი ინფიცირებული პაციენტი.
სხვა ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებზე სრულ მონიტორინგს ახორციელებს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.


ნანახია: 149-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი