Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

Wizz Air საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენას 1-ელ მაისამდე აჩერებს

თარიღი : 24-03-2020, 21:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენას 1-ელ მაისამდე აჩერებს.

ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხოთ და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელფოსტაზე.

მათ ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურებათ და ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ, ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ ბილეთის საფასურის 100%-ის ფულადი სახით ანაზღაურება, რომელიც შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს. მათ ელფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ.

დამატებითი კონსულტაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ვიზეარს: 0706 777 483.


ნანახია: 543-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი