Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის სოფლებში გზის მოწესრიგება მიმდინარეობს

თარიღი : 24-03-2020, 17:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.

სოფელ კონტუათში რუხაძეებისა და ჩარგეიშვილების უბანში და სოფელ ჩაის მეურნეობაში გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს.

სამუშაოები მერის პირველმა მოადგილემ გერამისმე მჟავანაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთნ ერთად მოინახულა.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მერიის შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. პრევენციულ ღონისძიებას პარალელურად ადგილზე ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება და მაქსიმალურად ვცდილობთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას ყველა მიმართულებით მივაწოდოთ შესაბამისი სერვისები,“ - განაცხადა გერასიმე მჟავანაძემ.

სამივე ლოკაციაზე ჯამში 3.711 კმ გზის საფარი დაიგება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „Georgian Build”-ი ასრულებს.


ნანახია: 293-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი