Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერის საავადმყოფოში ვირუსის საეჭვო სიმპტომებით 4 ადამიანი მოათავსეს

თარიღი : 24-03-2020, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ვირუსის საეჭვო სიმპტომებით 4 პაციენტია მოთავსებული. 4-ვე მათგანს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. მათი სისხლის ნიმუშების კვლევის შედეგებს ლუგარის ლაბორატორიიდან ხვალ ელოდებიან.

საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობს 4 პაციენტი, რომელთაც კოვიდ 19 დადასტურებული აქვთ. მათგან ექიმები სამის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, მეოთხე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ის საავადმყოფოში სამი დღის წინ მოათავსეს.

რაც შეეხება საჩხერის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ 64 მოქალაქეს, რომელთა შორის მარნეულის მკვიდრები არიან, მათ ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.


ნანახია: 263-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი