Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება ქუთაისისა და საჩხერის საავადმყოფოებში და როგორია პაციენტების მდგომარეობა?

თარიღი : 24-03-2020, 11:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული პაციენტებიდან 6 მათგანს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ასევე, დასტაბილურდა იმ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს და შედარებით მძიმედ ითვლებოდა.

სამედიცინო დაწესებულებას ვირუსის სიმპტომებით ღამის განმავლობაში ორმა პაციენტმა მიმართა. მათი სისხლის ნიმუშების კვლევა დღის განმავლობაში მოხდება.

რაც შეეხება საჩხერეს, შედარებით მძიმე რჩება საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 30 წლის მამაკაცს, რომელიც კლინიკაში გასულ კვირას შეიყვანეს, ორმხრივი პნევმონია და თანმხლები პათოლოგიები აქვს.

რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, რომლებიც კლინიკაში ახალ კორონავირუსზე მკურნალობენ, მათთვის ხვალ ტესტის ჩატარება იგეგმება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტები კლინიკას დატოვებენ. სამედიცინო ცენტრში ვირუსზე ლუგარის ლაბორატორიიდან 6 პირის სისხლის ნიმუშების კვლევის შედეგებს ელოდებიან. აღნიშნული პირები, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, საავადმყოფოში საჩხერის საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს. საკარანტინე ზონაში ამ დროისთვის 62 ადამიანია მოთავსებული.


ნანახია: 296-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი