Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერესა და ჭიათურაში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მარნეულის მაცხოვრებლები საჩხერის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

თარიღი : 24-03-2020, 08:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მარნეულის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 30 პირი, რომლებიც საჩხერესა და ჭიათურაში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული, საჩხერის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ისინი რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ საჩხერესა და ჭიათურაში. ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით, მათი კარანტინში გადაყვანა მოხდა.

“მათგან რამდენიმეს ტემპერატურა დაუდასტურდა, თუმცა ჯერ კლინიკაში გადაყვანა არ გახდა აუცილებელი. აღნიშნულ პირებს დაინფიცირებულ მარნეულელ ქალთან კონტაქტი არ ჰქონიათ,”- ამბობს გოჩა გიორგიძე.


ნანახია: 210-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი