Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში სამართალდამცავებს ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ადანაშაულებენ

თარიღი : 23-03-2020, 11:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სიმონიები სამართალდამცველებს მამაკაცის მკვლელობაში ადანაშაულებენ. თეონა სიმონიას თქმით, მისი მეუღლე 13 მარტს საბერძნეთიდან ჩამოვიდა, ის აეროპორტიდან სახლში გაუშვეს. 17 მარტს ღამით, ოჯახში შევიდა ვანის პოლიცია, ჩატარდა ჩხრეკა და 29 წლის შალვა სიმონია განყოფილებაში წაიყვანეს. მას ბრალად ვანში მარკეტის დაყაჩაღება ედებოდა.

“შემოვარდნენ ღამით, დაიწყეს ჩხრეკა, წაიყვანეს პოლიციაში. 18 მარტს სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა, მას სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. 19 მარტს ჩვენს ადვოკატს დაუკავშირდა გამომძიებელი და უთხრა, რომ დაკავებულმა თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. გავიქეცით სამტრედიაში, მოგვიანებით, გვითხრეს, რომ დაკავებული საამტრედიის საავადმყოფოში გარდაიცვალა,"-განაცხადა თეონა სიმონიამ.

გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის მეუღლეს. მისი თქმით, მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ნაჭდევი არ აქვს ყელის არეში, რაც მისი თქმით, თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

თეონა სიმონიას თქმით, მათ ორი არასრულწლოვანი შვილი ყავთ და მისი მეუღლე თავს არ მოიკლავდა. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი ეპილეფსიით დაავადებული იყო და მას დაზიანება აქვს თავის არეშიც.

ოჯახი მომხდარში ვანის და სამტრედიის პოლიციას ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, სხეულს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ახლა სამართლის დადგენაში დახმარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, სამტრედიის სასამართლომ სიმონიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდა.

სამტრედიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შესახებ უწყებამ ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია ორი დღის წინ გაავრცელა.


ნანახია: 444-ჯერ

მსგავსი სიახლეები
28 წლის მამაკაცი გურიის რეგიონიდან ვანის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც
აბულაძეების თქმით დილის 05:00 საათზე, მათ ოჯახში 8 სამართალდამცველი შეიჭრა, ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს და

ამინდი