Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს

თარიღი : 9-03-2020, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
გოგი წულაიამ მუხრანის ტყეში ხეების მაისურად მოჭრის ფაქტს ვანდალიზმი უწოდა და საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა.

"თემურ ლენგი როცა შემოიჭრა საქართველოში, თუ სადმე ცოცხალი ხე დაინახა, დაიწყო დაჩეხვა, მხსმოიარე იქნებოდა ეს თუ ისე ხე, უნდოდა საქართველო უდაბნოდ გადაექცია. დღევანდელი თემურ ლენგის შთამომავლებიც ასეთ ვანდალიზმს სჩადიან. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ბრიფინგი მაქვს გაკეთებული ტყეს ვუშველოთ-თქო, შველის მაგივრად მიადგნენ და უკვე მეექვსე გზას ჭრიან. ბოლოს და ბოლოს რამდენი გზა უნდა ჰქონდეს ამ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს?

მოვუწოდებ ყველა ჩემი თაობის ახალგაზრდას, თითოეულ ადამიანს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ თბილისში, ქუთაისში, თუ ფოთში, ვისაც კი საღორიის ტყე უნახავს 30 წლის წინ და იცის როგორი იყო, მოდით და ახლა ნახეთ აქაურობა და ამოიღეთ ხმა. მე გეუბნებით, ასე თუ გაგრძელდა, მალე აქ დაიწყებენ კორპუსების აშენებას შემორჩენილი ხეების შუაში. ამოიღეთ ხმა, შვილებისთვის იზრუნეთ, გაიხსენეთ ყველაზე დიდი ქართველის-ვაჟას ნათქვამი "ტყე შეუნახეთ შვილებსა, მამა ხართ, თქვენი ვალია", ვინ სიკვდილი ხართ, რა ჭკუა და რა აზროვნება გაქვთ, რა უბედურებაა ბოლოს და ბოლოს,”-ამბობს გოგი წულაია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 440-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.

ამინდი