Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გაზ-31-ს, რომლითაც მეუფე კალისტრატე გადაადგილდებოდა, ბაგრატში მოღვაწე ბერმა რესტავრაცია ჩაუტარა

თარიღი : 7-03-2020, 21:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში მოღვაწე ბერი კონსტანტინე (აბდალაძე) იმ ავტომობილის ფოტოებს აქვეყნებს, რომლითაც ქუთაისის-გაენათის ეპარქიის ყიფილი მმართველი მეუფე კალისტრატე ათეული წლების განმავლობაში გადაადგილდებოდა.

ბერი ამბობს, რომ რესტავრაცია ჩაუტარა და ახალი სიცოცხლე შთაბერა გაზ-31-ს, რომელსაც მეუფე თავად მართავდა.

აღნიშნულ მანქანასთან დაკავშირებულ კურიოზულ ფაქტებს იხსენებს თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.
https://i.postimg.cc/KzVVMBLd/01-EF2-C68-9-DAD-4-D0-E-AFFF-DFF02-E22-AAEC.jpg
“მეუფეს უფრო ადრე ჰყავდა სხვა გაზ-31 და იმ ავტომობილით ავარიაში მოჰყვა 2010 წელს. მისი სერია და ნომერი იყო JOJ-151. შემდეგ ამ გაზ-31-ით დადიოდა და ერთხელ, ერთ-ერთი ქალბატონი არ მომეშვა, რას ნიშნავს სერიაო SMK? უცბად მომაფიქრდა და ვუთხარი; Sაუკეთესო Mიტროპოლიტი Kალისტრატე, ამას ნიშნავს-მეთქი. დაიჯერა იმ ქალმა და ეუბნებოდა სხვებსაც. მე ჩემი ჯავრი მქონდა, მეუფემდე არ მივიდეს ეს ამბავი-თქო. გადავრჩი, მგონი არ მისულა, ან იქნებ მივიდა კიდევაც, მაგრამ მეუფემ არ მითხრა.

ერთხელაც, მეუფე ქუთაისის ერთ-ერთ შუქნიშანზე წითელზე გადასულა (სავარაუდოდ ვერ შენიშნა) და პოლიციამ მოუწოდა შეეწყვიტა მოძრაობა (ალბათ, ვერ დაინახეს ვინ იჯდა საჭესთან). მეუფემაც გააჩერა და როგორც კი მივიდა პოლიციელი, მეუფე ეუბნება: "შვილო, ათი მცნებიდან დავარღვიე რომელიმე?" პოლიციელი დაიბნა და უპასუხა: "არა, მეუფე, როგორ გეკადრებათ." ჰოდა, შვილო, სხვა კანონები მე არ მაქვს და აბა დალოცვილი იყავიო და განაგრძო მოძრაობა,”-იხსენებს თეოლოგი.


ნანახია: 1832-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი