Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მაგთი’-მ ქუთაისის აეროპორტში ოფისის მუშაობა დროებით შეაჩერა

თარიღი : 6-03-2020, 12:48 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
„მაგთიკომი“ მომხმარებლებს და საზოგადოებას მიღებული პრევენციული ზომების შესახებ ინფორმაციას აწვდის. როგორც სატელეკომუნიკაციო კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, თანამშრომელთა მაქსიმალურად დაცვის მიზნით, მაგთიკომმა დროებით შეაჩერა კრიტიკულ ზონებში განთავსებული წარმომადგენლობითი ოფისების მუშაობა. საუბარია თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებზე.

„მაგთიკომი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს პრევენციულ ღონისძიებებს და სრულად იცავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. თანამშრომელთა მაქსიმალურად დაცვის მიზნით, მაგთიკომმა დროებით შეაჩერა კრიტიკულ ზონებში განთავსებული წარმომადგენლობითი ოფისების მუშაობა (თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში). მაგთიკომის ყველა ოფისი უზრუნველყოფილია სპეციალური სადეზინფექციო სითხეებით და დღეში ორჯერ სველი წესით სუფთავდება. მაგთიკომის მომსახურების ყველა ოფისში შესაძლებელია ელექტრონული გადახდა. ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევებისთვის კი ოფისები უზრუნველყოფილია თხევადი ანტისეპტიკური საშუალებებით.

ამავდროულად შეგახსნებეთ, რომ მაგთიკომს აქვს დისტანციური მომსახურების კომფორტული და მოქნილი ალტერნატივები, მათ შორის:

აპლიკაცია MyMagti - რომელიც სმარტფონში მაგთის ოფისის ფუნქციას ასრულებს. მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ საკუთარი და სხვისი ანგარიშის შევსება, ბალანსის გაგება, სასურველი პაკეტების ყიდვა/ ავტომატურად განახლება, ბარათით გადახდა და სხვა.

სერვის მენიუ - (*111#OK) მობილური ტელეფონის საშუალებით მაგთის მომსახურებების დისტანციურად მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ცხელი ხაზი - მომხმარებლებს სადღეღამისო მომსახურებას სთავაზობს, სადღესასწაულო დღეების ჩათვლით. 110011-ზე დარეკვა ნებისმიერი ქსელიდან არის შესაძლებელი, მაგთის ქსელიდან კი ზარი უფასოა.

ვებ-ჩატი (ონლაინ დახმარება) და ფეისბუქის მესინჯერი - ყოველდღე 9:00-დან 24:00 საათამდე მუშაობს და მომხმარებლებს მაგთის მომსახურებებთან წვდომის საშუალებას აძლევს.

ვებ გვერდი - მაგთიკომის ოფიციალური სამენოვანი ვებ გვერდი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ სასურველი ინფორმაცია და მომსახურებები.
მაგთიკომის თანამშრომლებს რეგულარულად მიეწოდებათ კორონოვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო რეკომენდაციები,“-ვკითხულობთ განცხადებაში.


ნანახია: 273-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'მაშინ როდესაც, მსოფლიოში ტარიფები მცირდება, ჩვენთან იგი მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრამდე არ უნდა იზრდებოდეს'

ამინდი