Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფელი, საიდანაც სტალინისთვის მაღალი ხარისხის ღვინო სპეციალური რეცეპტით მზადდებოდა

თარიღი : 6-03-2020, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო რუბრიკაში “ჩემი იმერეთი” ვანის სოფელ ყუმურის შესახებ აქამდე უცნობ ფაქტებზე მოგიყვებათ.

ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთი გამორჩეული სოფელია მაისოული (რომელიც მდებარეობს მდინარე ყუმურის ხეობაში ზღვის დონიდან 560 მეტრზე ვანიდან 16 კილომეტრში). სოფელი გამოირჩება განსაკუთრებული ბუნებრივი ლანდშაფტით.

უკვე 200 წელია პატელესოულის უბანში ენდემური ვაზის ჯიში „პატელესოულის ალადასტური“ ხარობს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ქართულ ღვინოებს შორის და დიდი ისტორია აქვს. ზოგადად ალადასტური მთელ ვანის რაიონშია გავრცელებული, თუმცა პატელესოულის უბანში ალადასტური განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა, რაც საბოლოო ჯამში ღვინოს განსხვავებულ არომატს და სასარგებლო თვისებებს აძლევს.

„პატელსოულის ალადასტური“ წითელი ნახევრად ტკბილი ღვინოა. ის დაღვინებამდე საკმაოდ საინტერესო გზას გადის. იკრიფება გვიან შემოდგომაზე თითქმის ნოემბრის მიწურულს. დაკრეფილ ყურძენს სათითაოდ აწყობენ სპეციალურ მოწნულ ჩელტებზე სანამ ზედმეტი რაოდენობის წყალს არ აიორთქლებს, რაც ღვინის შაქრის დონეს წევს და ღვინოს აძლევს გამორჩეულ ტკბილ გემოს; ამის შემდეგ ჭყლეტენ საწნახელში და დასადუღებლად გადააქვთ ქვერში, შესაძლებელია ხის კასრებშიც დადუღდეს, თუმცა ქვევრი საუკეთესოა გრილი და თანაბარი ტემპერატურის გამო.
https://i.postimg.cc/D0P2HGq8/13-DA11-CE-6-E9-C-46-C0-80-E2-8-D849-FC0758-C.jpg
“გადმოცემის მიხედვით, საბჭოთა პერიოდში იოსებ სტალინს ყოველ წელს პატელესოულიდან უგზავნინდნენ ალადასტურს. მას კი სოფელში ერთ-ერთ ოჯახში გამოგზავნილი ყავდა პიროვნება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ზედამხედველობას უწევდა მთელ პროცესს ყურძნის მოყვანიდან ღვინის დადუღებამდე. ამბობენ, რომ პატელესოულში თითოეული ძირი ვაზი დანომრილი ყოფილა.

სოფლის მკვიდრნი საკუთარი დაკვირვებით გვიზიარებენ, რომ ამ უბანში კიბოთი და სხვა მძიმე დაავადებებით ნაკლებად ავადდებიან, თუმცა სათანადო კვლევები და დასკვნა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. ზოგად ცნობებს თუ დავეყრდნობით, როგორც ყველა წითელი ღვინო, „პატელესოულის ალადასტურიც” შეიცავს სამკურნალო თვისებებს სწორად მოხმარების პირობებში,”- ამბობს ვანის ტურიზმის ცენტრიდ ხელმძღვანელი ნანა ლილუაშვილი.

ყუმურში გავრცელებულია მეფუტკრეობა, ამ მხრივ არც მაისოულია გამონაკლისი. მცირე მეწარმე მირზა ჯულაყიძე ტრადიციული მეთოდით ამზადებს ალადასტურის ღვინოს, თანამედროვე ტექნოლოგიებით სეზონურად მოჰყავს ბიო ხილი, ბოსტნეული და წლის განმავლობაში აწარმოებს ორი სახეობის თაფლს.

მაისის თაფლი აკაციის, ხურმისა და კარალიოკის არომატით გამოირჩევა. აგვისტოს თაფლი, რომელიც სხვადასხხვა ტიპისაა, დამოკიდებულია ცაცხვის არომატი ჭარბობს თუ წაბლის. პირველ შემთხვევში ის ნაკლებად მწარეა და უფრო ღია ფერი აქვს. თუ წაბლის არომატი ჭარბობს, თაფლი მუქი და მომწარო გემოსია. ასევე ეს თაფლი გამოირჩევა იმითაც, რომ სხვა მცენერეების არომატებთან ერთად შეიცავს ძიძის ყვავილის ნექტარს, რაც განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებს მატებს მას. მეწარმე ფუტკრის დასაბინავებლად თერმულ სკებს იყენებს, რაც კიდევ უფრო ჯანსაღს ხდის პროდუქტს.


ნანახია: 5296-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნატურალური (აკაციისა და წაბლის) თაფლის შეძენის მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 555 19 10 94 და შეიძინოთ
'ხომლის მარანს' წყალტუბოს მაჟორიტარი ესტუმრა და ღვინის ისტორიასა და დამზადების ტექნიკას ადგილზე გაეცნო. ზურაბიანის თქმით, ღვინის
სოფელ ყუმურში სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის ოდენობა 368 800 ლარს შეადგენს,რომლითაც სოფელში 14 დასახელების სამუშაო

ამინდი