Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რისთვის უხდის მადლობას დათო ოქიტაშვილი ოპოზიციას და რას ჰპირდება ქუთაისს?

თარიღი : 5-03-2020, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისი არენაზე “რეზო და ბავშვების” კონცერტი გაიმართება. ჯგუფი სხვა ნაცნობ სიმღერებთან ერთად, 2 ახალ, ქართულ საავტორო სიმღერას წარმოგვიდგენს. ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით კეთდება.

პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში კონცერტის შესახებ საუბრობს და ქუთაისი არენასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებსაც ეხმაურება.

„გვთხოვეს ბიჭებმა დაგვეთმო მათთვის ეს სივრცე და ჩვენც უსასყიდლოდ დავუთმეთ. გუბერნიაც საქმის კურსშია. ქუთაისში, მაგ პერიოდში, აღდგომის მერე, სტუდენტები, ახალგაზრდები, სტუმრები არიან ჩამოსული, ამიტომ გვინდა ქალაქმაც იზეიმოს. ყველაფერი თბილისში ხომ არ შეიძლება იყოს?

გვინდა გამოცოცხლდეს ეს არენა და არ იყოს პოლიტიკური განცხადებები? ყველაფერი პოლიტიკაში შეიძლება გადაიტანო? მე მიყვარს ეს ქალაქი და ვზრუნავ, თორემ ბევრი შემოთავაზება მაქვს, სხვადასხვა ქალაქში მსგავსი რამ გავაკეთო. რასაც გვაბრალებდნენ, გავაკეთეთ ეს? მოიგონეს ისიც, რომ შენობა არამყარია და ინგრევაო. სამხარაულის დასკვნა გვაქვს ჩვენ, რომელი ჭკუათმყოფელი ჩაატარებს მანდ ღონისძიებას, თუ შენობის მდგრადობა შემოწმებული არ არის? თუ ქუთაისის ახალგაზრდობა არ იმსახურებს არენას და მხოლოდ ვიღაცების არასწორ ბრალდებებზე უნდა აიგოს ქუთაისის ახლაგაზრდების ურთიერთობა, გართობა, დროსტარება (კარგი გაგებით), რომ მათაც მიეცეთ საშუალება უნივერსიტეტის მერე წავიდნენ და სადღაც დაისვენონ, ეს თუ დანაშაულია, მაშინ მე მთელს ქუთაისს ბოდიშს ვუხდი. მაგრამ მე, ამ ქალაქს შევპირდი და ყველა ბრალდების მიუხედავად ამ ღონისძიებებს მაინც გავაკეთებ. ეს დასაწყისია, ვისაც რა უნდა დამაბრალოს.

ჩვენ პერიოდი იმიტომ გავწელეთ აქამდე, რომ დარწმუნებულიყო პოზიციაც, ოპოზიციაც, ჟურნალისტებიც, რომ იქ არანაირ “კარფურის” და არანაირი სუპერმარკეტის გაკეთებას არ ვაპირებთ. შეუძლიათ მიბრძანდნენ და ნახონ. ძალიან ცუდია, რომ ადამიანს ესვრი ტალახს, როცა ის აკეთებს კარგ საქმეს. თორემ უცოდველი არავინაა, არც მე, არც თქვენ ... ასეთი შეურაცხყოფები არ შეიძლება, რაც ჩვენს მიმართ ისმოდა. თუმცა, მე მათაც მინდა ვუთხრა დიდი მადლობა, იმიტომ რომ მათ ჩვენ გამოგვაფხილეს, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩაატარონ კონცერტები. შემდეგ აქ ზუკა ხუციშვილი და მისი ბენდი ჩამოვა, როკ ფესტივალის გაკეთებაც გვინდა და ა.შ. ამიტომ, მათ იყვირონ, ილაპარაკონ, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, დავპატიჟებთ კიდეც, მოვიწვევთ, დაესწრონ, ჩვენ ეს კულტურა გვაერთიანებს. იმისიანი და ამისიანი ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს, მით უმეტეს რაც ხდება ახლა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ქუთაისის ახალგაზრდობა არენას ნამდვილად იმსახურებს. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ქუთაისიდან ჩვენს ხმას, ჩვენს აფხაზ ახალგაზრდებს უფრო ადვილად მივაწვდით, რომ მათ გაიგონ, ისინი გვიყვარს, გვახსოვს და გვჭირდება. ჩვენ ამ ლოზუნგით ვმუშაობთ, ამ პროექტის დანიშნულება ზუსტად ესაა, რომ ყველა ახალგაზრდა გაერთიანდეს და ერთად იდგეს,”-ამბობს დავით ოქიტაშვილი Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

“რეზო და ბავშვები” ყველა თაობისთვის საყვარელი ქართული ჯგუფია, რომლის საავტორო სიმღერები საკმაოდ პოპულარულია, როგორც ქართულ სატელევიზიო, აგრეთვე ინტერნეტ სოციალურ სივრცეში. ქართული ლაივ ბენდის მუსიკა როკისა და პოპის ელემენტებისგან შედგება.
კონცერტი 25 აპრილს, 20:00-ზე დაიწყება.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის პალატისთვის ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში შენობის იჯარით გადაცემას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ შერჩეული შენობა არამდგრადი იყო, ხოლო ქუთაისში, კულტურული ცხოვრების გამოცოცხლების იდეის უკან, რეალურად ბიზნესინტერესი იდგა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 563-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპროტესტო აქცია დღეს, მესხიშვილის თეატრის წინ 18:00 საათზე დაიწყება.

ამინდი