Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში არსებულ სახელმწიფო თეატრებში სპექტაკლების ჩვენება შეწყდა

თარიღი : 3-03-2020, 17:16 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებულ სახელმწიფო თეატრებში სპექტაკლების ჩვენება დროებით შეწყდა. 4-დან 16 მარტის ჩათვლით, სადეზინფექციო პროცედურები საქართველოს კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით, თეატრებშიც ტარდება. სპექტაკლების ჩვენება შეწყვეტილია მესხიშვილის, ოპერის, თოჯინებისა და ნიღბების თეატრებში.

„ვასრულებთ სამინისტროს ყველა რეკომენდაციას, ამიტომ 16-მდე თეატრში შეწყდება სპექტაკლების ჩვენება. ადმინისტრაცია ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, რეპეტიციებიც მიმდინარეობს, უბრალოდ მაყურებელს არ ვიღებთ. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, 17-დან კი განახლდება სპექტაკლების ჩვენება,“-განაცხადა Topnews.com.ge-თან ინტერვიუში მესხიშვილის თეატრის ხელმძღვანელმა სულხან გოგოლაშვილმა.

„დროებით შეწყვეტილია სპექტაკლები. ამასთან, დედის დღესთან თუ 8 მარტთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები მოიხსნა, ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები,“-აცხადებს ქუთაისის ოპერის თეატრის ხელმძღვანელი თორნიკე მარჯანიშვილი.

„ვუერთდებით მოცემულ რეკომენდაციას და პრევენციის მიზნით 16 მარტამდე ვაჩერებთ სპექტაკლების ჩვენებას. ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. გისურვებთ ჯანმრთელობას,!“-განაცხადეს ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში.

სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება და სპექტაკლები დროებით შეწყვეტილია ნიღბების თეატრშიც.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 336-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწუფო დრამატულ თეატრსა და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული

ამინდი