Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიასთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი მამაკაცის ძმა გიორგი გახარიას მიმართავს

თარიღი : 29-02-2020, 14:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის შესასვლელთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი მამაკაცის ძმა პრემიერ-მინისტრს ინიციატივით მიმართავს. ომარ შაქარაძე ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები ბოლო დროს გახშირდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამიტომ შაქარაძე გიორგი გახარიას თხოვს, სამარშუტო ტაქსებს სარადარო სისტემა ჩაუყენონ, რომელიც განვლილი მანძილის სიჩქარეს დააფიქსირებს. ამით, მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდება.

„მივმართავ თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას. პირველ რიგში დიდ პატივს გცემთ თქვენ და თქვენს გუნდს. ბატონო გიორგი, მოგეხსენებათ თბილისი-ბათუმის სამტრედიის მონაკვეთზე შემზარავი ავარიის შესახებ. მე გახლავართ ამ ავარიაში ერთ-ერთი დაღუპულის ძმა, რომელიც ჯერ კიდევ არ დამიკრძალავს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოიმატა საქალაქთაშორისო მოძრავი სამარშუტო ტაქსების მიერ, გადაჭარბებული სიჩქარით მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევებმა. ხშირ შემთხვევაში ეს ხდება მძღოლების დაუდევრობის გამო. სამწუხაროდ მათ გამო იღუპება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ასევე საქართველოში შემოსული ტურისტები.

გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქალაქთაშორისო მოძრავ სამარშუტო ტაქსებს და ასევე მოძღოლებს, რომელსაც გადაჰყავს სკოლის ბავშვები ექსკურსიაზე, ქვეყანაში შემოსული ტურისტები, ჩაუყენოთ მანქანში სარადარო სისტემა ე.წ “შპიონი," რომელიც დააფიქსირებს მთელი მარშუტის განვლილი მანძილის სიჩქარეს. ეს სისტემა დანერგილია ევროპაში, თურქეთში და ძალიან კარგად მუშაობს.

ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გზებზე გაკეთდა უამრავი კამერები, მაგრამ სამწუხაროდ, მძღოლების უმრავლესობას დაზეპირებული აქვს, თუ სად დგას კამერა და აღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობენ ნელა, ხოლო სადაც არ არის კამერები, დაკარგულ დროს ორმაგი სიჩქარით ანაზღაურებენ. ჩემი ინიციატივის (ამ უსაფრთხო სისტემის შემოღების) შემთხვევაში, მინიმუმამდე შემცირდება ავარიების შემთხვევები. მოგეხსენებათ იწყება აქტიური ტურისტული სეზონი ჩვენს ქვეყანაში და თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, გაგრძელდება ეს უბედური შემთხვევები. ბატონო გიორგი, წინასწარ გიხდით მადლობას და მწამს, რომ გაითვალისწინებთ ჩემს თხოვნას,“-ამბობს ომარ შაქარაძე.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახა. დაღუპულია 5 ადამიანი, აქედან 3 ქალი და 2 მამაკაცი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 697-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 6 თვეში ქვეყანაში სულ 3 090 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 2 662 მხოლოდ აპრილი-ივნისის
ადგილობრივების განცხადებით, ცენტრალურ გზაზე ავარიების შემთხვევები გახშირდა, ყოველ კვირაში ადამიანები იღუპებიან, ბოლო შემთხვევა კი
ქალაქის მასშტაბით, ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ავარიის გამომწვევი მიზეზი მოყინული გზა იყო.

ამინდი