Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ხელოვანები ხელისუფლებას პარლამენტის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ხელოვნების ქალაქის მოწყობას სთხოვენ

თარიღი : 27-02-2020, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ხელოვნების პარკის შექმნის მოთხოვნით აქცია-პერფომანსის გამართვის საშუალება ხელოვანებს არ მიეცათ. მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა თეატრალიზებული პერფომანსი ჩაშალეს. აქციის მონაწილეებმა მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე "ყურების" დაკიდება სცადეს და ამით, მათი თქმით, ხელისუფლებას ყურების გაპარტყუნებისკენ და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ მოუწოდეს.

"ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისში ხელოვნების პარკის გაკეთებას და იქ ფესტივალის მოწყობას. ეს პროექტი გადავუგზავნეთ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა ჩვენს წინადადებას რეაგირება არ მოჰყოლია. გვქონდა არაერთი აქტივობა, გამოსვლები ტელევიზიით, თუმცა არავინ არ გვეხმიანებოდა. ერთი კვირის წინ თბილისშიც ჩავატარეთ თეატრალიზებული პერფომანსი, ვითხოვდით შეხვედრას ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ან პრემიერ-მინისტრთან, მაგრამ ამასაც არ მოჰყვა რეაგირება. რადგან დაიკიდა მთავრობამ ჩვენი წინადადება, გადავწყვიტეთ, მათთვის დაგვეკიდებინა ყურები, რომ გაეპარტყუნებინათ. რომ დავუკიდეთ ეს ყურები, მოვიდა ზედამხედველობის სამსახური და ამის უფლება არ გაქვთო, ჩამოხსნეს და წავიდნენ. მე გარკვეულწილად ყურების გაპარტყუნებას მივაღწიე, მაგრამ ჩამიშალეს, რა მინდა ამას არ კითხულობს არავინ, რატო ვაკეთებ ამას ხომ უნდა გაიაზრონ,"-განაცხადა პროექტის კურატორმა ხვიჩა დოღონაძემ.

ხელოვანების არტ პარკი „CITY“-ს მოწყობას ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ გეგმავენ. მათი თქმით, არტ პარკში გამოიყოფა სივრცეები, სადაც განთავსდება ადგილობრივი და უცხოელი არტისტების ნამუშევრები. ასევე, აქ შეიქმნება შემდეგი სახელოვნებო სივრცეები, როგორც წარმოდგენებისათვის, ისე საგანმანათლებლო საქმიანობისათვის: საკულტო ნაგებობა; ხმის მუზეუმი; ხელოვნების რეზიდენცია - სასტუმრო; თანამედროვე ხელოვნების გალერეა; გალერეა ღია ცის ქვეშ; სტუდიოს ტიპის საცხოვრებელი სახლები, სადაც არტისტებს შეეძლებათ ცხოვრება და მუშაობა; თანამედროვე ხელოვნების სასწავლებელი; ღია საკონცერტო სივრცე; არტ მარანი; კინოს სახლი; პავილიონი არტ პარკი „City“-ის ბიენალესათვის; სპორტის სახლი; ჩოგბურთის კორტი-2; „შავი ზღვა“ - მინიატურაში სანაპიროთი.

პროექტის განხორცილება ხელს შეუწყობს არა მარტო ქუთაისის, არამე ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარებას. არტ პარკის სავიზიტო ბარათი იქნება მუდმივმოქმედი ყოველწლიური ფესტივალი “UPPERGROUND”, რომელიც საშუალებას მისცემს თანამედროვე ქართველ და უცხოელ არტისტებს წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება სხვადასხვა მიმართულებით.

„CITY“ არტ პარკი და ფესტივალი “UPPERGROUND” როლანდ შალამბერიძისა და “UBAN ART"-ის ერთობლივი კოლაბორაციაა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 237-ჯერ

მსგავსი სიახლეები
17 დან 20 მაისის ჩათვლით ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებზე

ამინდი