Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ასეთ მდგომარეობაში უკვე წლებია ვართ. გაუსაძლისი ვითარებაა,'-ქუთაისში, კერძო დასახლების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

თარიღი : 26-02-2020, 14:35 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ასე გამოიყურება ქუთაისში, სულხან საბას კერძო დასახლება. მოქალაქეები იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ყვებიან, რომ ქუჩა სულ გადათხრილია. ადგილზე არც სანიაღვრე და არც საკანალიზაციო სისტემები არსებობს. განსაკუთრებული პრობლემები წვიმის დროს იქმნება, როდესაც ადგილობრივებს ფეხზე წამოცმული პოლიეთილენის პარკებით უწევთ ტალახში გადაადგილება.

„ასეთ მდგომარეობაში უკვე წლებია ვართ. გაუსაძლისი ვითარებაა. გადათხრილი და მიტოვებულია გზები. ბავშვები პარკებამოკრულები მიდიან ბაღებსა და სკოლებში. ტენდერი გამოცხადდა, მერიას უნდა დაეწყო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მაგრამ, აქ სანიაღვრეები არ იყო, არც კანალიზაციაო სისტემა, უთავბოლოდ კეთდებოდა და შეაჩერეს პროექტი. ახლა გადათხრილი ქუჩა მიტოვებულია. მუნიციპალიტეტის თავმჯდომარესაც დავუკავშირიდით, თითქმის ყოველდღე ვესაუბრებით, გვეუბნება ჯერ არაფერი არ არის სიახლეო. როდის იქნება ეს სიახლე, როდემდე უნდა ვიაროთ ასეთ ტალახში. დღეში ხუთი-ექვსი პარკი უნდა გამოიცვალო ფეხზე. არც ამინდები გვიწყობს ხელს. ძლიერი წვიმების დროს „პადვალში“ ჩაგვდის წყალი,“-ამბობს გიგა ჩიბურდანიძე.

„სირცხვილია, რამდენი ხანი შეიძლება ვიყოთ ასე? ბავშვები ვერ დაგვყავს ნორმალურად სკოლაში, გაუსაძლისიაა აქ სიარული, კანალიზააციის მილით არის აქოთებული მთელი უბანი. ჩვენც ადამიანები ვართ,“-ამბობს თამუნა მამულაძე.

ქალაქის მერის წარმომადგენელი სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში აცხადებს, რომ პროექტს ამჟამად ახალი პუნქტები ემატება, რაც სანიაღვრე სისტემის მოწყობას უკავშირდება. ამის შემდეგ კი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „გლობალ ბილდინგი“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

„ჩვენ შევხდით მოსახლეობას. იმისთვის, რომ მათი პრობლემა დროულად გადაგვეჭრა, ადრინდელი პროექტის (რომელშიც არ იყო სანიაღვრე გათვალისწინებული) მიხედვით გამოცხადდა ტენდერი. გამოვლენილია გამარჯვებული, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა, მაგრამ პროცესში სანიაღვრე სისტემის საჭიროება დავინახეთ, ეს მოსახლეობამაც მოითხოვა. ეს რომ მოეწყოს, დამატებით ხარჯებთან, პროექტის ცვლილებასთან არის დაკავშირებული, რასაც დრო სჭირდება. თანაც ამინდებიც არ დაგვემთხვა კარგი. ამიტომ გაჩერდა დროებით სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩაკორექტირდება პროექტი, თანხებსაც გამოვძებნით, რომ სანიაღვრე მოეწყოს, ამინდებიც გამოვა, გაირკვევა ეს საკითხები, დღეების ამბავია და გაგრძელდება სამუშაოები. ყოველდღე კავშირზე ვართ ჩვენ შემსრულებელთან და ერთი სული აქვს როდის დაიწყებს მუშაობას,“-განაცხადა გიორგი მუქერიამ.

"მოსახლეობას ამ ქუჩაზე არც საკანალიზაციო და არც სანიაღვრე სისტემა არ აქვს. ამიტომ, მერიამ ჩვენს კომპანიას მიწერა წერილი, რომ დროებით შეგვეჩერებინა სამუშაოები, რადგან პროექტი უნდა გაკეთდეს, როგორ და სად უნდა დაერთდეს ეს სანიაღვრე. პროექტი კიდევ ერთ და ორ დღეში არ კეთდება. ამის პროცედურები მიმდინარეობს ახლა. ახალი პუნქტები შემოდის პროექტში. როდესაც გვექნება პროექტის საბოლოო სახე და ხარჯთაღრიცხვა, გავაგრძელებთ მუშაობას. შემდეგ მოიხრეშება და ასფალტიც დაიგება,“-აცხადებს შპს „გლობალ ბილდინგის“ პროექტების მენეჯერი ბაკურ სვინტრაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 566-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები სპეც.ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ივლისსა და
ქეთევან მამრიკიშვილი ამბობს, რომ უკვე სამი თვეა ყოველი გაწვიმების დროს მისი სახლი წყლით იფარება.

ამინდი