Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნამდვილად არის თუ არა ფული ხელის ჭუჭყი?-ის, რაც აქამდე არ იცოდით

თარიღი : 24-02-2020, 21:22 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ბინძური ფული, ფულის გარეცხვა, ფული ხელის ჭუჭყია-ეს ფრაზები შეგვიძლია გავიგოთ უშუალოდ, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე.

ფულის კუპიურები ყოველდღიურად გადის უამრავი ადამიანის ხელში. სად იყო ამ ადამიანის ხელი მანამ, სანამ მოკიდებდა ჩვენს ძვირფას ასლარიანს - არავინ იცის.

მაგალითად, გუშინ, სკოლასთან მდებარე სახაჭაპურეში, ხურდად აღებულმა 5 ლარიანმა გადაინაცვლა "მარშრუტკაში", იქედან საზოგადოებრივი ტუალეტის სალაროში, იქედან მარკეტში, საიდანაც მოხვდა სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო იქედან - საშაურმეში... და ასე მუდმივად და უწყვეტად.

ეს ისეთი საკითხია, რომლის გაკონტროლება ძალიან რთულია. შრომის უსაფრთხოების კუთხით, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროფესიათა წარმომადგენლეთათვის, ვისაც სამსახურიდან გამომდინარე უწევს ფულის დიდ მასასთან ხშირი და უშუალო კონტაქტი.

მოლარეები (ბანკში, მარკეტში, ორგანიზაციაში);
ინკასატორები (განსაკუთრებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების);
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ოპერატორები;
გამყიდველები.

ყველას გვინახავს თონეში, მცხობელი, ცომიან ხელებს რომ კიდებს ფულს, ხურდასაც გვიბრუნებს და მერე ბედნიერად ჰყოფს ხელებს ცომში. აქ უკვე ვიჭრებით სურსათის უვნებლობის სფეროში.

რა საფრთხეებზეა საუბარი?

ბაქტერიები. ქაღალდის კუპიურები და მეტალის მონეტები ნოყიერი ნიადაგია მილიონობით, სხვადასხვა სახეობის მავნე მიკროორგანიზმისთვის.

როგორც კვლევებიდან ირკვევა, ყველაზე ხშირად, ფულზე გვხვდება ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციების გამომწვევი ბაქტერიები და ნაწლავური ჩხირები.

რა თქმა უნდა, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. უბრალოდ, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ მარტივი რჩევა:

არ შევეხოთ ჭუჭყიანი ხელებით თვალებს, ცხვირს, პირს და ხშირად დავიბანოთ ხელები საპნით!

წყარო: Smitex-შრომის უსაფრთხოება


ნანახია: 817-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჟურნალისტის სახელით უცნობ ადამიანებსა და თანამდებობის პირებს თანხას სთხოვენ.
ინფექციის გადაცემა ხდება დაინფიცირებული საკვებით, წყლით, ჭუჭყიანი ხელებითა და საგნებით.
ტანისა და თავის დაბანის ნორმები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ასაკზე, აქტივობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კანის ტიპსა და
"ლიბერთი ბანკის" ფილიალიდან სეიფი გაიტანეს.
მომხმარებლები, რომლებიც დახლზე გასაყიდად გამოტანილი პროდუქტის უხარისხობაზე საუბრობენ, კონტროლის გამკაცრების საჭიროებას ხედავენ.

ამინდი