Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელმა ექიმებმა ქუჩაში, უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი ქალბატონი სიკვდილს გადაარჩინეს

თარიღი : 24-02-2020, 20:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული
“კლინიკა ბომონდი”-ს ექიმებმა ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი სიკვდილს გადაარჩინეს.

კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მიმღები განყოფილებისა და კარდიოლოგიური სამსახურის გუნდის ოპერატიული და სწორი მოქმედების შედეგად, კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენა მოხდა.

“სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში შემოიყვანა დაახლოებით 60-დან 65 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ქუჩაში იპოვეს უგონო მდგომარეობაში. პაციენტს წნევა ჰქონდა დავარდნილი, ვერ ლაპარაკობდა, ვერ ამოძრავებდა ხელსა და ფეხს. სასწრაფოდ მოხდა ჩარევა,”-ამბობს მიმღები განყოფილების ექიმი ნინო კეკელიძე.

“როდესაც პაციენტი ვნახეთ, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, კარდიოგენული შოკი დაუდგინდა. ჩაუტარდა კორონაროგრაფია, რამაც აჩვენა მარჯვენა კორონარული არტერიის სრული დახშობა (ოკლუზია), განხორციელდა ამ სისხლძარღვის რეკანალიზაცია (გახსნა). შემდგომ იმპლანტცირებული იქნა 2 წამლით დაფარული სტენტი. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად გაუმჯობესებულია და სტაბილურია,”-ამბობს კარდიოლოგ-ინტერვენციონისტი ირაკლი ხვიჩია.


ნანახია: 1318-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკის სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში მყოფი, 82 წლის
18 წლის ნათია შეყილაძე კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
თითოეული კლინიკის რეანიმაციული განყოფილება ის ადგილია, სადაც სიცოცხლისთვის ბრძოლა განსაკუთრებით შესამჩნევია.
რუმინეთის მოქალაქე ვერონიკა გორკოდელი დუბაიდან რუმინეთში ბრუნდებოდა, როდესაც ქალბატონი თვითმფრინავში ცუდად გახდა.

ამინდი