Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არის ახალგაზრდა კარდიოლოგი, რომელმაც გულის შეტევით საავადმყოფოში შეყვანილი უცხოელი დიპლომატი გადაარჩინა

თარიღი : 23-02-2020, 18:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ირაკლი ხვიჩია „კლინიკა ბომონდი“-ს კარდიოლოგიური სამსახურის კარდიოლოგ-ინტერვენციონისტია.

როგორც თავად ხუმრობით ამბობს, გარშემო ექიმების დინასტია ჰყავს, შესაბამისად, მომავალი პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია, რადგან თავიდანვე იცოდა, რომ თავადაც ექიმი გახდებოდა.

უმაღლესი სამედიცინო განათლება რუსეთში მიიღო. რუსეთშივე გაიარა ორდინატურა და პრაქტიკული კურსი. აქვს რუსეთსა და საქართველოში მუშაობის გამოცდილება.

„მამა და დედა ექიმები არიან. ჩემს გარშემოც ყველა ექიმია. ერთი სიტყვით, ექიმების დინასტია მყავს. ექიმისთვის ნარკოტიკივითაა, როცა შენი ჩარევის შედეგად პაციენტი კარგად ხდება და უცებ ნახულობს შვებას.

პირველ რიგში, მშვიდი უნდა იყოს ექიმი და მუშაობის დროს მასზე გარე ფაქტორები გავლენას არ უნდა ახდენდეს. სტრესგამძლე უნდა იყო და ყოველთვის უნდა შედიოდე პაციენტის მდგომარეობაში.

ჩვენს კარდიოლოგიურ სამსახურს ნამდვილად კარგი გუნდი ჰყავს. მთელი სულით და გულით ვმუშაობთ და ვცდილობთ მაქსიმალური შედეგი დავდოთ,“-ამბობს ირაკლი ხვიჩია.

კარდიოლოგ-ინტერვენციონისტი ირაკლი ხვიჩია ერთ-ერთია, რომლის ანგარიშზე წარმატებით და სიცოცხლის სასარგებლოდ დასრულებული არაერთი შემთხვევა ირიცხება.

მაღალი პროფესიონალიზმისათვის ექიმს მიღებული აქვს მადლობის სიგელები და ჯილდოები. ერთ-ერთი შემთხვევა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დიპლომატის გადარჩენას უკავშირდება.

გასული წლის აპრილში ბათუმში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა იორდანიის სამეფოს დელეგაცია. ვიზიტის ბოლო დღეს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, იორდანიელი დიპლომატი შეუძლოდ გახდა და გულის შეტევის დიაგნოზით ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკის ექიმების, განსაკუთრებით კი, ირაკლი ხვიჩიას მიერ გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დიპლომატი გადარჩა და რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნება. აღნიშნული შემთხვევის გამო აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან მადლობის წერილი მიიღო.


ნანახია: 669-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკის სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში მყოფი, 82 წლის
თითოეული კლინიკის რეანიმაციული განყოფილება ის ადგილია, სადაც სიცოცხლისთვის ბრძოლა განსაკუთრებით შესამჩნევია.
ქუთაისის N3 სამშობიარო სახლში 4 წლის წინ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ალა მატინოვა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.

ამინდი