Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ‘ტორპედო’-ს საშინაო მატჩებზე დასწრება ფასიანი ხდება

თარიღი : 22-02-2020, 22:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ახალი სეზონიდან ქუთაისის “ტორპედო”-ს საშინაო თამაშებზე დასწრება ფასიანი იქნება, გაიყიდება ბილეთები,-ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური facebook გვერდი ავრცელებს.

“კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სეზონის პირველ ორ საშინაო მატჩზე (1-ელ მარტს “დილასთან”, 11 მარტს “ჩიხურასთან”) გულშემატკივრისთვის დასწრება თავისუფალი იქნება. ტორპედოს თამაშზე დასწრება ფასიანი მესამე საშინაო მატჩიდან გახდება.

ბილეთების ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ასევე სხვა არაერთ სიახლეს კლუბი გულშემატკივარს მოგვიანებით გააცნობს,”-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის “ტორპედო”-ს ახალი მეპატრონე ჰყავს. ის იტალიელი ფაბიო მანინოა.


ნანახია: 304-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მატჩზე მიმავალი გულშემატკივრები პოლიციამ გორში გააჩერა.
განცხადებაში, რომელიც საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებმა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს გამოუგზავნა, ნათქვამია, რომ
ქალაქის მერიაში იმედოვნებენ, რომ აუქციონის შედეგად კლუბი კერძო საკუთრებაში აღმოჩნდება.

ამინდი