Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელ მოსწავლეებს თი ბი სი ბანკმა სტიპენდია დაუნიშნა

თარიღი : 21-02-2020, 23:24 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები „თიბისი“ ბანკის სტიპენდიანტები გახდნენ. TBC-მ ცენტრის ოთხ მოსწავლეს სამხატვრო სკოლიდან და გიტარის სტუდიიდან სტიპენდია დაუნიშნა. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალი პატარიძემ განუცხადა.
 
„დღეს დილიდან ახალგაზრდულ ცენტრში დიდი ჟრიამულია.TBC ბანკი კვლავ აგრძელებს საქართველოს მაშტაბით ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას და მხარდაჭერას. ამჯერად ჩვენი 4 მოსწავლე სამხატვრო სკოლიდან და გიტარის სტუდიიდან თიბისის სტიპენტიანტთა სიაში მოხვდა. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სტიპენდია უგრძელდებათ იმ ბავშვებს, რომლებიც გასულ წელს ჩართო თი ბი სი-მ სტიპენდიანტთა პროგრამაში. უდიდესი მადლობა ახალგაზრდული ცენტრის სახელით თიბისი ბანკს ჩვენი მოსწავლეების სტიმულისთვის, სიხარულისთვის და მხარდაჭერისთვის, ”-ამბობს ნატალი პატარიძე.
 
ახალგაზრდულ ცენტრს თი ბი სი ბანკის სტიპენდიანტი 12 მოსწავლე ჰყავს.
 


ნანახია: 306-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიება, რომელზეც ბიბლიოთეკისათვის თანხების შეგროვება მოხდება, ახალგაზრდულ ცენტრში 16 დეკემბერს გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას ახალგაზრდული ცენტრის Teen club და სოფო ტოროშელიძე მიიღებენ.
პლენერი ახალგაზრდულ ცენტრში 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამინდი