Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

5 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 300 ადამიანის დასაქმება-ქუთაისში მეორადი პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა იგეგმება

თარიღი : 20-02-2020, 15:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მეორადი პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა იგეგმება.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, აღნიშნული მიზნით ქალაქში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 300 ადამიანი დასაქმდება. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია და ქალაქის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის HIP HOLDING-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს კომპანიის მიერ ქუთაისში დაგეგმილი სამუშაოების განხილვა და შემდგომი თანამშრომლობის დაგეგმვა წარმოადგენდა.

HIP Holding 2011 წელს ჰოლანდიის ქალაქ არნემში დაარსდა. საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის მუშაობის მიმართულებას პლასტმასის რესურსების მართვა, დედათა და ბავშვთა კვების და ყოველდღიური ქიმიკატების წარმოება წარმოადგენს.

კომპანიის გაყიდვების და პროდუქციის სააგენტოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ.

„ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ჩვენი ქალაქისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ბაზარზე საერთაშორისო ინვესტორი კომპანიების შემოსვლა. ამ მხრივ გვაქვს შესაძლებლობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სახით, რაც ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. დღეს შევხვდით HIP Holding-ის წარმომადგენლებს. პლასტმასის ნარჩენებთნ ბრძოლა არის უდიდესი გამოწვევაა მსოფლიოსთვის. მოხარული ვარ, რომ გარემოზე ზიანის შემცირების აქტივობებთან ერთად, დაგეგმილი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას და ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას,“- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ.


ნანახია: 442-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თიზ-ში ასევე იგეგმება სამშენებლო მასალების წარმოება.
"ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
ქარხნის მშენებლობაში 22 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) წარმოადგენს ტერიტორიას, სადაც მოქმედებს სპეციალური საგადასახადო რეჟიმი კომპანიის საქმიანობის
საქართველოს ინვესტორთა საერთშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქუთაისში ტექსტილის ორი ქარხანა უკვე ამოქმედდა სადაც ჯამში

ამინდი