Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მოვიდნენ და ეცადეს კარების გაღებას, მაგრამ ვერ გააღეს და დააზიანეს. დაზიანებულია პარტიის სააგიტაციო მასალა და აბრა,’-‘ევროპული საქართველო’ ბაღდათში თავდასხმაზე საუბრობს

თარიღი : 20-02-2020, 14:51 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ბაღდათში,ოპოზიციის ოფისს თავს დაესხნენ. ამის შესახებ Topnews.com.ge-სთან „ევროპული საქართველოს” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შალვა დათუაძე საუბრობს. შემთხვევა გუშინ, მას შემდეგ მოხდა, რაც შალვა დათუაძემ ოფისი დატოვა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ეჭვობს, რომ აღიშნული „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა თუ მათ მიერ მოგზავნილი ახალგაზრდების ნამოქმედარია. დათუაძის თქმით, ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის ოფისში, ჩამოხეულია გარე აბრები და პარტიის სააგიტაციო მასალები. მისივე თქმით, მათ, ვინც ოფისი დაარბიეს, კარის შემტვრევას ეცადნენ, თუმცა რკინის კარებს ვერაფერი მოუხერხეს.

„შემთხვევა გუშინ, დაახლოებით შუადღის მონაკვეთში მოხდა, როცა ოფისი დავტოვე. მოვიდნენ და ეცადეს კარების გაღებას, მაგრამ ვერ გააღეს და დააზიანეს. დაზიანებულია პარტიის სააგიტაციო მასალა და აბრა. მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს ვინ იყვნენ ეს პიროვნებები („ქართული ოცნების“ აქტივისტები თუ ფულგადახდილი ხალხი), მაგრამ ეს „ქართული ოცნების“ ძალადობრივი ქმედებების წახალისებას უკავშირდება, იმას რაც გუშინ და გუშინწინ მოხდა ჩვენი პარტიის ცენტრალურ ოფისში, თბილისში იმის გაგრძელებაა. ამ ფაქტთან „ქართული ოცნების“ პირდაპირი თუ ირიბი კავშირი არ ვიცი, მაგრამ კავშირი 100 %-იანია იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ხელისუფლება ასეთ ძალადობრივ ფაქტებს ახალისებს და ხელს უწყობს.

მივმართავ საზოგადოებას და მმართველ პოლიტიკურ ძალას, არ შეიძლება ასეთი ძალადობრივი ქმედებების წახალისება, მით უმეტეს ისეთ რაიონში, როგორიც ბაღდათია. უნდა აღიკვეთოს ასეთი ძალადობრივი ქმედებები. ხელისუფლებები იცვლებიან, ჩვენ ადამიანები, რაიონში ვრჩებით, ისევ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ისევე როგორც გავაგრძელეთ 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც დავტოვეთ სახელისუფლებო თანამდებობები,“-განაცხადა შალვა დათუაძემ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 187-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტიის პრესსამსახურის ცნობით. წყალტუბოში პარტიის წარმომადგენლები ახცადენებ, რომ კახა გორდულაძეს ტელეფონზე დაუკავშირდა მისთვის
კოალიცია ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მანანა მიქაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა.
როგორც პარტიის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, დღეს დილით ოფისში მისვლისას მსგავსი სურათი დახვდათ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი
ქუთაისში, ნაციონალური მოძრაობის რაიონულ ორგანიზაციის ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტს ნაციონალური მოძრაობის ოფისში

ამინდი