Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა გოგონას გამო იჩხუბეს

თარიღი : 19-02-2020, 22:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მე-10 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი გოგონა გახდა. მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და მოსწავლე სამტრედიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

"რამდენადაც ვიცი, შეყვარებულზე მოხდა შელაპარაკება, მე მიყვარს და თავი დაანებეო. მეტი არაფერი არ ვიცი. ბავშვი ამბობს, რომ ხელით არ შევხებივართ ერთმანეთს, სიტყვით მითხრეს რაღაც, ვინერვიულე და შევწუხდიო,”-ამბობს მოზარდის ახლობელი.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 513-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილზე საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
გარდაცვლილი ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ავტომანქანაში 5 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.
ხელჩართული ჩხუბის სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში.
ინციდენტი რაიონის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მე-12 საჯარო სკოლის მესამეკლასელ ბავშვს შორის მოხდა.

ამინდი