Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოსკოვში, 20 წლის სამტრედიელი გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა

თარიღი : 18-02-2020, 13:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
წარ­მო­შო­ბით სამ­ტრე­დი­ე­ლი 20 წლის გო­გო­ნა სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, მოს­კო­ვის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში გარ­და­იც­ვა­ლა. "გუ­რია ნი­უ­სი" ავ­რცე­ლებს კად­რებს, სა­დაც ჩანს, რო­გორ ცეკ­ვავს ანა ენ­გი­ბა­რი­ა­ნი, შემ­დეგ კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ეცე­მა სა­ცეკ­ვაო მო­ე­დან­ზე. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია.

ენ­გი­ბა­რი­ა­ნე­ბი წლე­ბის წინ სამ­ტრე­დი­ა­ში ცხოვ­რობ­დნენ. ოჯახს სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს და ისი­ნი მოს­კოვ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 15 წლის წინ გა­და­ვიდ­ნენ, თუმ­ცა მშობ­ლი­ურ სამ­ტრე­დი­ას ხში­რად სტუმ­რობ­დნენ. ანა ენ­გი­ბა­რი­ა­ნი მოს­კო­ვის პლე­ხა­ნო­ვის სა­ხე­ლო­ბის ეკო­ნო­მი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო.

ანა ენ­გი­ბა­რი­ა­ნის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე ბოლო პოს­ტი მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, 14 თე­ბერ­ვალს გავ­რცელ­და. "20 წე­ლიც შე­მო­მე­პა­რა" - წერ­და იუ­ბი­ლა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე. გო­გო­ნა და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვებს იღებ­და, თუმ­ცა შემ­დეგ მისი ფო­ტო­ებ­ზე ახ­ლობ­ლე­ბი სამ­წუ­ხა­რო კო­მენ­ტა­რებს წე­რენ. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი თრომ­ბი გახ­და.

"სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის... ვი­ზი­ა­რებ თქვენს მწუ­ხა­რე­ბას";

"ეს რა უბე­დუ­რე­ბაა... გუ­შინ და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცე და დღეს ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას ვი­ზი­ა­რებთ... ანა­ნო სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, უსა­ზღვრო ტკი­ვი­ლია ყვე­ლას­თვის, ვინც შენ გიც­ნობ­და";

"თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გარ­და­იც­ვა­ლა... რა ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბაა, ასე ახალ­გაზ­რდა და ლა­მა­ზი... ღმერ­თო და­უმ­კვიდ­რე ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი" - წე­რენ ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ გო­გო­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

ambebi.ge


ნანახია: 759-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე მო­ზარ­დე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პი­რად

ამინდი