Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია სასამართლომ საზოგადოების სიმშვიდის დარღვევისთვის 500 ლარით დააჯარიმა

თარიღი : 17-02-2020, 20:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას უკვე მეორედ, 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. წულაიას ქუთაისის მეორე განყოფილების წარმომადგენელი 13 თებერვალს გამართული პერფომანსის დროს, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას ედავებოდა, რომელიც მათი თქმით, არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

"ამ გადაწყვეტილებით მითხრეს, რომ პოლიტიკურ აქტივობას თავი დაანებე, არ ჩაატარო პერფომანსი და არ გალანძღო ხელისუფლება, თორემ სულს ამოგაძრობ ჯარიმებშიო. პირიქით უნდა ვუჩიოდე ჩემი პოლიტიკური ნების თავისუფლებისა და გამოხატვის შეზღუდვის გამო, ამათ კი აქეთ დამიწყეს ჩივილი, თურმე ვიგინებოდი და მოქალაქეები შემიწუხებია. მშიერი და გაყინული რომ იყო მოსახლეობა იმ დღეს, ხელისუფლების მიმართ გინება მათ იავნანასავით ესმოდათ. ამასთან, არავინ არ შეწუხებულა, პოლიციელების გარდა რომელიც სუსმა გამოუშვა და 30 პოლიციელი 2 კაცს დაგვახვედრა 2 ღერი შეშით რომ ვიყავით მისული. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სააპელაციოში,”-განაცხადა გოგი წულაიამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ მერიის შენობის წინ 13 თებერვალს აქცია-პერფომანსი მოაწყო. წულაიამ მერიასთან შეშა მიიტანა და ცეცხლის დანთება სცადა, თუმცა მერიის დაცვისა და პოლიციის თანამშრომლებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 429-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წულაია გუშინ საპატრულო ეკიპაჟთან სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს

ამინდი