Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

35 მოსწავლეს, რომელიც ხონში სკოლის გარეშე დარჩა, მეზობელი სოფლის სკოლაში გადაიყვანენ

თარიღი : 17-02-2020, 16:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
 
„ყველა ღონისძიებას გავატარებთ იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხდეს,”-აღნიშნული განცხადება Topnews.com.ge-სთან ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ჯულიეტა ქობალიამ გააკეთა. მისი თქმით, ჯერ უცნობია რა ზარალი მიადგა ხანძრის შედეგად სკოლასა და საბავშვო ბაღს, თუმცა ცნობილია ის, რომ ბავშვებს ალტერნატიულ შენობაში გადაიყვანენ.

როგორც ქობალია იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან განმარტავს, სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია და შესაბამისად, სკოლის 37 მოსწავლე დედალაურის საჯარო სკოლაში სწავლას გარკვეული პერიოდით გააგრძელებს. დედალაურის საჯარო სკოლა შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით, 3-4 კილომეტრში მდებარეობს.

„ხანძარი სავარაუდოდ ჩაის მეურნეობის საბავშვო ბაღში გაჩნდა და გავრცელდა სკოლაზე, რადგან ბაღის კორპუსი სკოლაზეა მიდგმული. ითქვა, რომ ბაღის საკუჭნაოში გაჩნდა ცეცხლი, გავრცელდა ჭერში და შემდეგ გადმოვიდა სკოლაზე. ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. მე არ ვიცი ამ წუთას შიგნით რა მდგომარეობაა, რა დაიწვა, არავის არ უშვებენ.

 სკოლის დირექციამ რა თქმა უნდა, დროულად მიმართა შესაბამის სამსახურებს. ოპერატიულად გამოიყვანეს ბავშვები, ევაკუაცია მოახდინეს. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, მცირე სამედიცინო დახმარებაც კი არავის დასჭირვებია.

ხანძარი ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია, დაითვლება ზარალი. ყველაზე მთავარია, რომ უმოკლეს პერიოდში გავატაროთ ყველა ღონისძიება, რათა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს. თუმცა, სწავლა ამ სკოლის შენობაში სავარაუდოდ არ განახლდება. რადგან მცირე კონტიგენტიანია ჩაის მეურნეობის სკოლა, 37 ბავშვია სულ, მათ ტრანსპორტირებას მოვახდენთ უახლოეს სოფელში, დედალაურის საჯარო სკოლაში, რომელიც ასევე მცირეკონტიგენტიანია, ინფრასტრუქტურა გვაქვს, სამსართულიანი შენობაა და სანამ ამ სკოლის შენობის ბედი გადაწყდება, მანამდე სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმი წარიმართება სავარაუდოდ დედალაურის სკოლაში,“-განაცხადა ჯულიეტა ქობალიამ.

შეგახსენებთ, რომ ხონში, სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი სახანძრო ავტომანქანა და 35 მაშველი იყო ჩართული. დაწესებულებებიდან ევაკუაცია დროულად მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი.
 
 


ნანახია: 323-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პირველადი ინფორმაციით, შენობის სხვენზე ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროგადამცემ ხაზებს გაუჩნდა.
სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.
სოფელ ჯვარისას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით სოფლის ამბულატორიასა და ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს.

ამინდი