Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ ხიდებისა და გზების მშენებელი ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებს, არ იცავს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს”

თარიღი : 15-02-2020, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხიდებისა და გზების მშენებელი ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებს, არ იცავს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს და იმ ნორმებს, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტითაა გათვალისწინებული,-ამის შესახებ Topnews.com.ge-სთან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორმა ირაკლი მხეიძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის მხრიდან აღნიშნულ კონსტრუქციაზე (უბისის მონაკვეთზე) შრომის უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, ეს იყო დროებითი ნაგებობა, რომელიც არ იყო საკმარისად გამაგრებული, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია.

მხეიძის თქმით, კანონთან ასეთი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, პროფკავშირებს აღნიშნული კომპანიის მიმართ დავა აქვს წამოწყებული და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე 20 დღეა მიმდინარეობს მედიაცია.

"ავტობანის მშენებლობის უბისის მონაკვეთზე მოხდა უბედური შემთხვევა. ჩამოინგრა დროებითი კონსტრუქცია და მასში მოყვა რამდენიმე ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას მოტეხილი აქვს 8 ნეკნი, დაშავებული აქვს ხერხემლის მალები და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ქუთაისის ცხაკაიას სახელობის ინტერვენციულ ცენტრში. ველოდებით ექიმებისგან პაუხს, როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამავე დროს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი უკვე ძალიან დიდი ხანია აცხადებს, რომ ჩინეთის ხიდებისა და გზების მშენებლობის კომპანიას, რომელიც ახორციელებს ავტობანის მშენებლობას, აქვს ძალიან დიდი დარღვევები შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მათი შეუსაბამობები შრომის კოდექსთან და ასევე შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონთან არის კრიტიკული. სწორედ ამიტომ ჩვენ წამოწყებული გვაქვს დავა. ამჟამად მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მედიაცია, უკვე 20 დღეა, სწორედ იმიტომ, რომ ასეთი კრიტიკული შეუსაბამობები ფიქსირდება ამ კომპანიაში. რაც შეეხება დაშავებულებს, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს შესაბამისი კომპესაცია და ამ ადამიანების დაცვა სამართლებრივ დონეზე,"-აცხადებს ირაკლი მხეიძე.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა.

ნგრევაში სამი დასაქმებული მოჰყვა, მათგან ორი მსუბუქად დაშავდა, ხოლი ერთი მუშის მდგომარეობა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, მძიმეა.


ნანახია: 169-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიის რკინიგზაში საწარმოოს პროცესის დროს მუშაო დაიღუპა.
ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე გუშინ ორი მუშა დაშავდა. სამუშოებს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბრიგადა“

ამინდი