Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘არ ვჩერდებით, ჩვენ არ გვაქვს მასეთი უპასუხისმგებლობა, ჩვენც აქაური ხალხი ვართ, ქუთაისელები, რომ ქუთაისს ასე მოვეპყროთ,’-გაზის გარეშე დარჩენილ 10 000 ოჯახს პრობლემის მოგვარებას დღის ბოლოსთვის ჰპირდებიან

თარიღი : 14-02-2020, 10:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის 10 000-მდე მოსახლეს ბუნებრივი აირი მესამე დღეა არ მიეწოდება. როგორც "სოკარ კორჯია გაზის" იმერეთის რეგიონალური ოფისის დირექტორი დავით ჯაიანი Topnews.com.ge-სთან განმარტავს, კომპანიის ბრიგადები შეუჩერებლად მუშაობენ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

მისი თქმით, ბუნებრივი აირი ამ ეტაპზე 34 000 მოქალაქეს უკვე მიეწოდება, დარჩენილ 10 000-მდე აბონენტს კი დღის ბოლომდე აღუდგება გაზის მიწოდება.

დავით ჯაინი მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის პირადად უხდის ბოდიშს.

"34 აბონენტია უკვე ერთ დღეში ჩართული. დარჩა დაახლოებით 10 000 აბონენტი, რომლებსაც დღის ბოლომდე მიეწოდებათ გაზი.

ბრიგადებმა დილიდან განაახლეს სამუშაოები. არ ვჩერდებით, ჩვენ არ გვაქვს მასეთი უპასუხისმგებლობა, ჩვენც აქაური ხალხი ვართ, ქუთაისელები, რომ ქუთაისს ასე მოვეპყროთ. პირადად, ყველას ვუხდი ბოდიშს. მადლობა მათ მოქალაქეობრივი შეგნებისთვის,"-განაცხადა დავით ჯაინმა.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს სოფელ ქვიტირში მდებარე “სოკარ ჯორჯია გაზის" ცენტრალურ გამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, გაზი 44 000 აბონენტს და სტრატეგიულ ობიექტებს გაზი არ მიეწოდებოდა.


ნანახია: 201-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ბუნებრივი აირი მოსახლეობას შეზღუდვით მიეწოდება.
"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად, 5 მარტის დილის 10:00 საათიდან, საღამოს
'სოკარ ჯორჯია გაზი' აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში, არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ

ამინდი