Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროექტები, რომელსაც ხონში მოსახლეობა ირჩევს

თარიღი : 13-02-2020, 21:42 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ზედა კინჩხის, ქვედა კინჩხის, საწისქვილო,რონდიშისა და კინჩხაფერდის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

ზედა კინჩხის მოსახლეობამ შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოსწორება მოითხოვა. ქვედა კინჩხის მოსახლეობის გადაწყვეტილებით მოეწყობა ხიდ-ბოგირი და მოიხრეშება შიდა -საუბნო გზა. სოფელ საწისქვილოში სასაფლაომდე მისასვლელი გზა მოასფალტდება. სოფელ რონდიშში სასოფლო გზა მოიხრეშება, ხოლო სოფელ კინჩხაფერდში, ლეხუმის უბანში საუბნო გზის მოხრეშვა- მოსწორება იგეგმება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში”, სოფელ მათხოჯში, სუჩეში, ლეფილესა და ხიდზე მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ.

მათხოჯის მოსახლეობამ სოფლის მე-8-ე ,მე-11-ე,მე-12-ე, მე-15-ე,მე-16-ე,მე-18-ე გზებზე გარე- განათების მოწყობა მოითხოვა. ლეფილეს მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ფილიების უბანში საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა, ასევე გაიჭრება სანიაღვრე არხი და ყოფილი სკოლის ეზოს მიმდებარედ გზა მოიხრეშება.

სოფელ სუხჩაში მინი სპორტული მოედანი და ხიდ-ბოგირი მოეწყობა, ასევე შეძენილ იქნება სასმელი წლის მილი (100-120 გრძ. მ) და სასოფლო კლუბის ჭერი გარემონტდება. ხიდზე გარე განათების სისტემა მოწყობა მოწყობა და გზა მოიხრეშება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტისთვის 470 000 ლარია გამოყოფილი. თანხა სრულად მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებსა და მათ მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად დაიხარჯება.


ნანახია: 544-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი