Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘გავიქეცი ახლა, ბავშვი ნავთის რიგში მყავს დატოვებული, მოვიდოდა ჩვენი ჯერი,’-რას წერენ სოციალურ ქსელში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები

თარიღი : 13-02-2020, 19:30 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისის ნაწილს ბუნებრივი აირი ისევ არ მიეწოდება. სიცივისგან გაყინული და ზოგან ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ქუთაისის მერმა ისინი 90-იან წლებში დააბრუნა.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge სოციალურ ქსელში არსებულ კომენტარებს გთავაზობთ, სადაც მოქალაქეები აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობენ.

"თუ გენატრებათ ძველი ბნელი წლები, ანუ 90-იანები ესტუმრეთ ქუთაისს და ყველა ძველი თბილი მოგონებები გაიღვიძებს თქვენში მინიმუმ 12.02.2020 დან 15.02.2020-მდე. იჩქარეთ, თორე სანატრელი გექნებათ მოგონება. მადლობა ქალაქის მამა-მარჩენალს გიორგუნა ჭიღვარიას ესეთი ტკბილი მოგონებებისთვის. თუ რამე დავაკელი ქუთეისელებო დააფიქსირეთ თქვენი აზრი,"-წერს მათე ჭანტურიძე.

"კრიზისების მართვა ელემენტარულ დონეზეც არ არსებობს რეგიონებში!!!
1) - 4 გრადუსი სიცივეა ქუთაისში. წყალი ისედაც გრაფიკით მიეწოდება 2020 წელს ქალაქს, ყინვის გამო ისიც შეწყვეტილა.
2) გაზის ავარიის გამო 44 000 აბონენტი გაზის გარეშეა დარჩენილი.
3) როგორც „ენერგო პრო“ განმარტავს გაზის გათიშვამ ელექტრო ენერგიის მოხმარების რაოდენობა გაზარდა რის გამოც რამდენიმე უბანზე ელექტრო ენერგია გათიშა.,,
ჰოდა სადაა ამ დროს ადგილობრივი თვითმმართველობა? გარეთაა და მუშაობსო ვერ იტყვის ვერავინ - თეთრ ხიდზე ათობით ადამიანი დაიმტვრა საფარის სრიალის და გაუწმენდავობის გამო....
ვიმეორებ შეკითხვას სად არის სახელმწიფო როცა ადამიანებს არც დენი აქვთ არც გაზი და არც წყალი?!"_ წერს ჟურნალისტი ლაშა მესხი.

"90 დაბრუნდა. ალბათ ნაცებმა შემოაგდეს ცუდი ამინდი, ზამთრისთვის მზადება რა საჭიროა, გარეთ როგორ გამოვლენ უკანალი გაუცივდებათ და ვეღარ იკეკლუცებენ, მეტის ღირსია უთავმოყვარო მოსახლეობა,"-წერს დარეჯან ჩიტაიშვილი.

"შუშის სასახლე ხოა გაბრდღვიალებულ-გაღუღუნებული სამაგიეროდ? რა გაფუჭდა ასეთი მთელი დღე არ გააკეთეს და ახლა შუქიც გამორთეს,კიდიათ ხალხი ამ უღმერთოებს,"-წერს ელო სოლაგაძე.

“რა იყო თქვე კაი ხალხო, არ ელოდებოდა ასეთ ამინდებს ჩვენზე მზრუნველი ხელისუფლება და ნუ შევჭამთ, ვაცადოთ იქნება ამინდი გამოკეთდეს,"-წერს გიორგი ხაჭაპურიძე.


"შუქიც გაითიშა.

ქუთაისი, დღე მეორე.
თოვს...არ არის გაზი, წყალიც, რა თქმა უნდა.
ამ სტატუსს ხაზის ტელეფონით ვდებ. გავიქეცი ახლა, ბავშვი ნავთის რიგში მყავს დატოვებული, მოვიდოდა ჩვენი ჯერი.

გადადგეს პრემიერ-მინისტრი ჯორბენაძე!

შავარდნაძე იუდა!

ისე, ხუმრობა იქით იყოს და არაა სასაცილო მდგომარეობა. პარალიზებულია ქალაქი,"-წერს პოეტი გენრი დოლიძე.


"პურზე მინდა ჩასვლა, მარა რიგი იქნება, მეზარება. ისევ ლამფის შუშებს დავწმენდ საღამოსთვის,"-წერს პაპუნა რევიშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. შეზღუდულია ელექტროენერგიაც, ზოგან კი წყალიც.


ნანახია: 188-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წვიმების გამო, გაზის მილში წყალი ჩავიდა, რის გამოც შესაძლო იყო ავარიული მდგომარეობა მომხდარიყო და გაზი დროებით გათიშეს.
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ბუნებრივი აირი მოსახლეობას შეზღუდვით მიეწოდება.

ამინდი