Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“თეთრ ხიდზე მეტი ცხელი წერტილი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ქუთაისში არ გახლავთ. ზაფხულში ეს ხიდი გავარვარებულია, ზამთარში კი თოვლის დროს შეუძლებელია უსაფრთხოდ გავლა”

თარიღი : 13-02-2020, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის თეთრი ხიდი ზამთრის პერიოდში უსაფრთხო არ იქნებოდა, გამართლდა. ინტენსიური თოვის გამო, ნალექით დაფარულმა ზედაპირმა მოქალაქეები გარკვეული რისკების წინაშე დააყენა. თოვლის საფარის გამო მათ ლითონისა და მინის ზედაპირი ვერ გაარჩიეს, ამიტომ ხიდზე ათეულობით ადამიანი წაიქცა.

"ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი "Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა თოვლის სახით მოსული ნალექის დროს, პირველ რიგში ისეთ ადგილებს უნდა წმენდდეს, რომლებიც მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თეთრი ხიდი კი ქუთაისში ამ კუთხით ყველაზე ცხელი წერტილია.

სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს ვიდეოც განთავსდა, სადაც კარგად ჩანს, როგორ უსრიალებთ ფეხი მოქალაქებს. მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელების ნაცვლად კი ხიდს თორნიკე ბარათაშვილი წმენდს.

"ზედაპირზე, რომელიც მთლიანად იყო თოვლით დაფარული, ინტენსიური თოვის დროს ვერ ხერხდებოდა ლითონისა და მინის ზედაპირის გარჩევა. უბრალოდ შეუძლებელი იყო მინის ზედაპირზე უსაფრთხოდ გადავლა, ამდენად, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მოქალაქე წაიქცა.

თუ მერია ამბობდა, რომ პრიორიტეტი გაკეთდებოდა ცხელ წერტილებში, თეთრ ხიდზე მეტი ცხელი წერტილი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ქუთაისში არ გახლავთ. ზაფხულში ეს ხიდი გავარვარებულია, ზამთარში კი თოვლის დროს შეუძლებელია უსაფრთხოდ გავლა. ზოგადად, ზამთარში თოვლის საფარისა და ყინვის დროს ტრამვული შემთხვევების რაოდენობა სტატისტიკურად იმატებს, მაგრამ თეთრ ხიდზე აღნიშნულ შემთხვევას იწვევს მინის ზედაპირი, რომელიც არ ჩანს. ამიტომ, თუკი სადმე ადამიანებისთვის ქუთაისში სახელმწიფო სერვისი უნდა მიეწოდებინათ, ეს თეთრი ხიდი იყო, შემდეგ კი უნდა გაყოლოდნენ სხვა უბნებს. საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ ზამთრისთვის სრულ მზადყოფნაში არიან, არადა პრობლემის დროს იმ ადგილას არ ჩანან, სადაც უნდა იყვნენ,”-ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ააიპ "სპეციალურ სერვისებსაც" დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ თოვლწმენდითი სამუშაოები გუშინ დაიწყეს. თავდაპირველად ქალაქის ცენტრის საფეხმავლო ბორდიულები და რუსთაველის ხიდი გაიწმინდა, დღეს დილიდან კი-თეთრი ხიდი. მათივე თქმით, გზის საფარის გაწმენდითი სამუშაოები ქალაქსა და სხვადასხვა უბანში ამჟამადაც მიმდინარეობს.


ნანახია: 876-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილზე ხიდის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი პირები, ლითონისა და მინის ფილების სილიკონით დამუშავების სამუშაობს ახორციელებენ.

ამინდი