Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘შეცვალეს’ წევრს, რომელსაც 30 იანვარს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ექსპერტიზა ორი კვირის დაგვიანებით ჩაუტარდა

თარიღი : 13-02-2020, 13:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
მოძრაობა "შეცვალეს" წევრი ოთო შენგელია ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზაზე პოლიციის პიკაპით მიიყვანეს. როგორც შენგელია Topnews.com.ge-სთან განმარტავს, ექსპერტიაზე ის იძულებით მიიყვანეს, რადგან იციან, რომ მომხდარი შემთხვევიდან 15 დღის შემდეგ ექსპერტიაზე არანაირი დაზიანება არ გამოჩნდება, ამით კი "შეცვალეს" წევრებზე ცემის ფაქტს გააპრავებენ.

"30 იანვრის აქციის შემდეგ თავს როდესაც დაგვესხნენ, მივედით იმავე საღამოს ჩხოროწყუს საავადმყოფოში, სადაც კარები მოგვიკეტეს და არ ჩაგვიტარეს გამოკვლევა. ახლა კი სასამართლოს განჩინებით, იძულების წესით მივყავარ დღეს ექსპერტიზაზე. 15 დღის შემდეგ რა გამოჩნდება ექსპერტიზაზე ცოტა ალოგიკურია. სხვათაშორის საეჭვოდ დაემთხვა ეს ფაქტი იმას, რომ გუშინ გამაცნეს ეს დადგენილება, გუშინ წინ კი პარლამენტარი ბატონი ჯუმბერ იზორია ჩვენს სოფელში იყო და დავუსვი მისთვის მიუღებელი კითხვები. სწორედ ამის შემდეგ დამიბარეს ექსპერტიზაზე, იმედია მე თვითონ არ დამიჭერენ. სავარაუდოდ ვერ აპრავებენ ჩვენი ცემის ფაქტს და ამ ექსპერტიზით უნდათ ამის გაპრავება.

ყველამ იცის, რომ ჯუმბერ იზორია კონტრაბანდას ჩხოროწყუში მაშინაც მფარველობდა, როცა პოლიციის უფროსი იყო. ახლა კი ამის მფარველობას პარლამენტში განაგრძობს. მთელი ჩხოროწყუ მის მფლობლობაშია, ამ კლანს უფორმებენ გამარტივებული წესით ხელშეკრულებებს. ყველაფრის ბატონ_პატრონი ესენი არიან. მე_17 მე_18 საუკუნის ფეოდალური წესით მართავენ ჩვენს რაიონს,”-განაცხადა ოთო შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, მოძრაობა "შეცვალემ" ჩხოროწყუში აქცია გამართა. მათი თქმით, ისინი იზორიების მიერ ჩხოროწყუში კონტრაბანდის მფარველობას აპროტესტებდნენ. აქციიდან დაახლოებით ორ საათში კი "შეცვალეს" სამ წევრს თავს დაესხნენ და დაზიანებები სახის არეში მიაყენეს.


ნანახია: 168-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

ამინდი