Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ხონი იმერეთის რეგიონში პროფესიული გადამზადებისა და განათლების კუთხით კვლავ მოწინავე იქნება”

თარიღი : 13-02-2020, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონში პროექტის-“ვეტერინარული სკოლა ახალგაზრდებისათვის" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

14 კურსდამთავრებულს ორენოვანი სერთიფიკატები გადაეცათ. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს პედაგოგებთან (ნინო ქვათელაძე და იოსებ კიკაჩეიშვილი) და პროექტში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, პროექტის ინიციატორი, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ესწრებოდა.

ცერემონიალს უძღვებოდნენ პროექტის ხელმძღანელები: ალექსანდრე აკობიძე, ბადრი ბახტაძე და თამარ უგულავა.

პროექტი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანული ორგანიზაცია BWMV.e.V-ის პროექტის- "პროფესიული განათლება და პარტნიორობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ-სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხონის საინფომაციო-საკონსულტაციო ცენტრის ინიციატივითა და ხელშეწყობით, ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ბაზაზე განხორციელდა.

შეხვედრის ორგანიზატორებმა მოკლე მიმოხილვა გააკეთეს პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ და ეკრანზე აჩვენეს სკოლის მუშაობის ამსახველი ვიდეორგოლი.

„ხონი ოდითგანვე იყო განათლების ცენტრი და დღეს, ჩვენ ამ ისტორიული წარსულის გაცოცხლებისკენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. მერწმუნეთ, უახლოეს მომავალში ჩვენი მუნიციპალიტეტი რეგიონში პროფესიული გადამზადებისა და განათლების კუთხით კვლავ მოწინავე იქნება. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და დღევანდელი დღე სწორედ ამის დასტურია. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ამ ცოდნის რაციონალურად გამოყენებას გისურვებთ,“ - მიმართა ახალგაზრდებს ლადო ჯურხხაძემ.

მსგავსი მოკლევადიანი გადამზადების კურსები სხვა მოთხოვნად პროფესიებში მომავალშიც იგეგმება.


ნანახია: 313-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი