Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ორ თუ სამსაათიანმა თოვლმა პარალიზება გაუკეთა ქუთაისს. მაღაზიაში ამ წუთას სანთელს ვერ იყიდი, პურს ვერ იყიდი”

თარიღი : 13-02-2020, 10:42 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას ეხმიანება. წულაია ამბობს, რომ მცირეოდენმა თოვლმა მთელ ქალაქში პრობლემები შექმნა, ადგილობრივი ხელისუფლება კი უსუსური აღმოჩნდა მათ წინაშე. "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ ვიდეო სიმბოლურად სიბნელეში ჩაწერა და განაცხადა, რომ სწორედ ასეთია დღევანდელი ხელისუფლების სახე.

"სიმბოლურად ვწერ ამ ვიდეოს სიბნელეში. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სახე. ოდნავ მოთოვა ქუთაისში, არაფერი ისეთი არ ყოფილა, ეს რომ ყოფილიყო ქარიშხალი ან რამე ბუნებრივი კატაკლიზმა, კი ბატონო, მაშინ ევროპა და ამერიკაც ითიშება. გაფუჭდა გაზი და მიყვა ელექტროენერგია. ქალაქში გაივლი და გაუბედურებულია ყველაფერი, ტროტუართან ვერ მიხვალ, წყალი დამდგარია. ესაა ტრაგედია. ორ თუ სამსაათიანმა თოვლმა პარალიზება გაუკეთა ქალაქს. მაღაზიაში ამ წუთას სანთელს ვერ იყიდი, პურს ვერ იყიდი,"-ამბობს გოგი წულაია.

შეგახსენებთ, რომ "სოკარ გაზის" ცენტრალურ ქსელში ავარიის გამო, ქუთაისის 44 000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდებაც.


ნანახია: 283-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი პარტია 'თავისუფალი საქართველოს' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ გამართა.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ წლებია უშედეგოდ ითხოვენ გზისა და ბუნებრივი აირის პრობლემის მოგვარებას. დასახლებას, რომელიც ქუთაისს
'თავისუფალი საქართველო'-ს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ფოთის, წყალტუბოსა და ხაშურის საკრებულოებს სიმბოლურად ფოსტით
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა აქციით გაიხსნა. მოქალაქეებმა ხელისუფლებას ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვა

ამინდი