Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

16 თასისა და 23 მედლის მფლობელია 6 წლის ქუთაისელი მოჭადრაკე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე პირველობისთვის იბრძოლებს

თარიღი : 12-02-2020, 11:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისელი მოჭადრაკე დავით თათვიძე გაზაფხულზე, კუნძულ კრეტაზე გაემგზავრება. პატარა ჩემპიონი მონაწილეობას ევროპის სასკოლო ჩემპიონატში მიიღებს და საქართველოს სახელით იასპარეზებს.
დავითი ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის I ა კლასის მოსწავლეა.

„ჩვენი მოსწავლე დავით თათვიძე უკვე წარმატებული და ცნობილი მოჭადრაკეა, ის ევროპის ჩემპიონია. მან არაერთხელ მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. სკოლაში შესვლის შემდეგ 8-9 წლამდე ასაკის ჭაბუკებში ორჯერ მოიპოვა პირველი ადგილი - ოქტომბრის თვეში ქალაქ ქუთაისში ჩატარებულ მაია ჩიბურდანიძის სახელობის ტურნირში, ასევე 3-2 იანვარს ჩატარებულ იმერეთის სასკოლო ჩემპიონატში. შემდეგი მიღწევა იყო მეორე ადგილი 20-28 იანვარს თბილისში ჩატარებულ სასკოლო ჩემპიონატში. საერთო ჯამში იგი უკვე 16 თასისა და 23 მედლის მფლობელია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გაზაფხულზე დავითი მიემგზავრება კუნძულ კრეტაზე, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის სასკოლო ჩემპიონატში და საქართველოს სახელით იასპარეზებს.
სსიპ ქალაქ ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა და დამრიგებელი თიკო ძნელაძე ამაყობენ მისით, კვლავაც უამრავ წარმატებასა და სასიხარულო ამბავს ელიან მისგან,”-აცხადებენ 37-ე საჯარო სკოლაში.


 
 
 


ნანახია: 698-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჩემპიონატი 16–დან 22–ივნისის ჩათვლით ესტონთში, ტალინში ჩატარდება.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია სასკოლო ოლიმპიადის ფინალური ეტაპის გამარჯვებულებს, პრიზიორებს და მონაწილეებს შეხვდა.
გათამაშებაში სულ ქალაქის 40 სკოლის 1500-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

ამინდი