Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ცისფერყანწელები გამოჩნდნენ

თარიღი : 10-02-2020, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ცისფერყანწელთა ძეგლები გამოჩნდა. პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ქანდაკებები ე.წ. სიყვარულის ბაღს ამშვენებს.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო  Topnews.com.ge-ს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ძეგლების ავტორი მოქანდაკე გიორგი კიკვიძეა და მათი ღირებულება 110 000 ლარს შეადგენს. ქუთაისის მერიის პრესსამსახურში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.  აცხადებენ, რომ მცირეოდენი სამუშაოებია შესასრულებელი და ძეგლების ოფიციალური გახსნა უახლოესს დღეებში იგეგმება, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდიან.

ცნობისთვის, „ცისფერყანწელები“ ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანებაა, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა. იგი ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში, 1916 წელს დააარსეს. მოძრაობის ჩამოყალიბების პერიოდში ქუთაისი ქართული ავანგარდული აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 402-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუდმივი არფერი არ არის და არც ეს თანამდებობა იყო ჩემთვის მუდმივი. მოხდა ასე, რომ მივიღე გადაწყვეტილება წამოვსულიყავი ამ

ამინდი