Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ემოციური ვირტუოზი დაბადებული სცენისთვის,'-ქუთაისში დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება

თარიღი : 3-02-2020, 12:34 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, ანონსი   
topnews.com.ge
4 თებერვალს, 18:00 საათზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება. ცნობილი მისიკოსი ქუთაისის ოპერისა თეატრის ორკესტრთან და დირიჟორ-რევაზ ჯავახიშვილთან ერთად მაყურებლის წინაშე პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტით #1 სი-ბემოლ მინორით წარსდგება.

დავით ალადაშვილი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად არაერთ კონცერტს მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აღსანიშნავია 2017 წელს ქართველი მსმენელისთვის მოფიქრებული რეგიონალური ტურნე “პიანინო”, რომელიც 14 დღის განმავლობაში საქართველოს 12-ვე რეგიონში 50-მდე პერფორმანსის ჩატარებას გულისხმობდა. ერთ-ერთი გამორჩეული კონცერტი სწორედ ქუთაისში ჩატარდა.

“ემოციური ვირტუოზი დაბადებული სცენისთვის” - ასე მოიხსენიებენ დავით ალადაშვილს მუსიკალურ საზოგადოებაში. მან ბაკალავრისა და მაგისტრის წოდება საფორტეპიანო ხელოვნებაში ნიუ იორკის “The Juilliard School”- ში მიიღო. პიანისტს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონკურსსა და ფესტივალში აქვს მიღებული, ჩატარებული აქვს სოლო, კამერული და საორკესტრო კონცერტები მსოფლოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის New York, Paris, London, Seoul, Cape Town, Pretoria, Barcelona, Berlin, Milan -ის ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა Carnegie Hall, Lincoln Center, Teatro alla Scalla, Victoria Hall და სხვა.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია.


ნანახია: 164-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქველმოქმედო კონცერტი ქუთაისში კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ინიციატივით იმართება და მასზე
კონცერტი 30 დეკემბერს, 16:00 საათზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 23 ნოემბერს, 19:00 საათზე, გიორგობის
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული ამერიკის დღეების ფარგლებში, ფინალური კონცერტი

ამინდი