Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გეგმები აქვთ იმერეთის რეგიონში პოლონელებს?

თარიღი : 25-01-2020, 20:16 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
26-29 იანვარს იმერეთს კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები ეწვევიან.

ვიზიტის პირველ დღეს სტუმრები ქუთაისის ეროვნულ მუზეუმს დაათვალიერებენ, შემდეგ კი ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაემგზავრებიან, სადაც ღვინის დეგუსტაცია და ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი ჩატარდება.

27 იანვარს დელეგაციები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდებიან, მოგვიანებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას დაათვალიერებენ და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში რექტორატს შეხვდებიან.

იმავე დღეს სტუმრები წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან, ასევე დაათვალიერებენ პრომეთეს მღვიმეს, თერმულ აბაზანებს და სანატორიუმებს.

კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები ვიზიტის ფარგლებში ასევე გახსნიან ქართულ-პოლონურ მეგობრობის სკვერს, ეწვევიან იმერეთის დმო-ს, ქუთაისის #1 საჯარო სკოლას, MGMTex სამკერვალო კომპანიას, დღის მეორე ნახევარში კი ქუთაისის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

სტუმრები იმერეთს 29 იანვარს დატოვებენ.


ნანახია: 282-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტუმრები სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის ქუთაისის საინვესტიციო გარემოს გაეცნობიან.
ერთი კვირის განმავლობაში ავტოქარხნის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლე ქალაქ უნიეს კულტურასა და

ამინდი