Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გრიგოლ ვაშაძე 'ქართულ ოცნებას': არაფერი თქვენ არ შეგიძლიათ

თარიღი : 24-01-2020, 21:28 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ხაბეიშვილს მათი სამხილებელი ციფრები და ფაქტები ჰქონდა ხელთ, რის გამოც ხელისუფლების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"დღეს "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი კრიმინალური ბუნება. ისინი ტურებივით დაესხნენ თავს ბატონ ლევანს. ე.წ დეპუტატები ჯგუფურად გაუსწორდნენ მას, უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ კი თავხედურად, ქუჩურად და ძველბიჭურად, როგორც მიჩვეულები არიან, განცხადებები გააკეთეს, რომ ის მიიღო ლევან ხაბეიშვილმა, რაც უნდა მიეღო. ისმის კითხვა, რატომ დაესხნენ თავს ხაბეიშვილს? იმიტომ რომ ეს ადამიანი ფაქტებით და ციფრებით ხელში ამხელს იმ ერთ-ერთ მთავარი კორუფციის ბუდეს, რომლითაც დღეს გადაიქცა თბილისის მერია. არ მოგწონთ ლევან ხაბეიშვილის მიერ მოძიებული ფაქტები და განცხადებები? მაშინ მოკიდეთ ხელი მის განცხადებებს და მიბრძანდით სასამართლოში. ისე მაინც მოიქეცით, ვიღაცას ეგონოს, რომ ოჯახში გაიზარდეთ და ცივილურობის ნატამალი გცხიათ, მით უმეტეს, რომ თქვენს ხელშია სასამართლო. იცით რომ ხაბეიშვილი ყველაფერს სიმართლეს ლაპარაკობს.

ბოლოს გეტყვით, რომ თქვენი ყველა ძალადობის ფაქტი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ფუნდამეტს სათითაოდ აცლის აგურს და თავზე ჩამოგენგრევათ ეგ შენობა. არაფერი თქვენ არ შეგიძლიათ, არც ეკონომიკის წინ წაწევა, არც სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, არც ჯანდაცვისა და თავდაცვის სისტემების გამართვა, არც მასობრივი კატასტროფული ემიგრაციის შეჩერება და დემოგრაფიული ორმოდან ქვეყნის ამოყვანა. აუცილებლად წააგებთ ამ არჩევნებს და რაც უფრო მეტი ძალადობის ფაქტები იქნება, მით უფრო დაინახავს, თქვენი მხარდამჭერებიც კი, რომ თქვენ, არა თუ ხელისუფლებაში ყოფნას არ იმსახურებთ, იმის ღირსებიც არ ხართ, რომ საქართველოს მოქალაქის სახელი ატაროთ,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს, "ქართული ოცნების" დეპუტატები თბილისის საკრებულოში ფიზიკურად გაუსწორდნენ.


ნანახია: 184-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციაზე მხარი დაუჭირეს ოზურგეთის საკრებულოს წევრ ბესო ქათამაძეს, რომელიც 'ქართული ოცნების' წევრებმა რამდენიმე დღის წინ სცემეს.
'ნაციონალური მოძრაობის' ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ამინდი