Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ადამიანებად გვინდა ვიგრძნოთ თავი,'-ქუთაისში მეტალურგების აქცია გრძელდება

თარიღი : 24-01-2020, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პროტესტის მეორე დღე-ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციები გრძელდება. 200-მდე მუშა გაფიცულია და უარს აცხადებს მუშაობაზე. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს მხარდაჭერა დღეს პროფკავშირებმა გამოუცხადეს. ისინი აქციას ტყიბულიდან, ჭითურიდან და ზესტაფონიდან შეურთდნენ.

აქციის მონაწილეები პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, საწარმოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების დაწყებას გეგმავენ.

"არც ჰიგიენაა დაცული, არც სპეციალური სამუშაო ტანსაცმელი გვაქვს, ელემენტარულ პირობებს ვითხოვთ. ხელფასები ცოტათი მაინც უნდა მოგვიმატონ. რაღაც უსაშველო თანხებს ხომ არ ვითხოვთ, გვინდა რეალობასთან ცოტათი მაინც იყოს მიახლოებული ეს ხელფასები. ადამიანებად გვინდა ვიგრძნოთ თავი. კვირა დღეს აუცილებლად უნდა იყოს დასვენება. ქრისტიანი ხალხი ვართ, ეკლესიაში გვინდა წასვლა, იქაც ვეღარ მივდივართ. ამიტომ ვხვდებით პროფკავშირების წარმომადგენლებს, იქნებ დაგვეხმარონ,"-აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული.

"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს აქ დასაქმებულთა პროტესტს, რომელიც გამოწვეულია ძალიან მძიმე სამუშაო პირობებით. ეს ადამიანები მუშაობენ 30 დღეს თვეში, დღეში 12 საათს. მათ არ უნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური მუშაობა, არ აქვთ ელემენტარული სამუშაო პირობები. არ ეძლევათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:ხელთათმანები, პირბადეები და ა.შ. მოწესრიგებული არც კოლექტიური დაცვის საშუალებები აქვთ. არც ხელშეკრულები აქვთ, სადაც გაწერილი იქნება მათი უფლება-მოვალეობები. ითხოვენ ისინი წერილობით ხელშეკრულებას, ადმინისტრაციის მხრიდან კი არანაირი ყურადღება არ არის. მრავალჯერ სცადეს ამ ადამიანებმა ამ შრომითი დავის მოლაპარაკებებით გადაწყვეტა, თუმცა უშედეგოდ. დღეს კი, ამ სუსხიან და ყინვიან ამინდში 200-მდე თანამშრომელია გამოსული და აპროტესტებს ამ კომპანიის ადმინისტრაციის უკანონო ქმედებებს. პროფესიული კავშირების გაერთიანება ჩართულია ამ შრომით დავაში. ჩვენ ვეხმარებით, რომ ეს დავა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით, ვუწევთ იურიდიულ მომსახურებას. ასევე ჩამოსულები არიან ტყიბულიდან, ჭიათურიდან, ზესტაფონიდან დარგის წარმომადგენლები. პროფესიულ კავშირებში შემავალი ყველა დარგი, სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ადამიანების პროტესტს,"-ამბობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი ირაკლი მხეიძე.

"დღეს ჩამოვედით ტყიბულიდან, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქუთაისელ მეტალურგებს. ისინი არ ითხოვენ ბევრს, ითხოვენ იმას, რისი უფლებაც აქვთ, რასაც შრომის კოდექსი ითვალისწინებს. ეს მშრომელი ადამიანები მუშაობენ სრულიად არაადეკვატურ პირობებში, ითხოვენ ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას საწარმოში, ასევე ხელფასების ზრდას, რაც კომპანიამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ ვუცხადებთ ამ ადამიანებს სრულ სოლიდარობას და ვიქნებით მათ გვერდით ბოლომდე,სანამ ეს პროცესი არ დამთავრდება წარმატებით,"-აცხადებს ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გაგა ისაკაძე.


ნანახია: 229-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტების, ჭიათურის მაღაროებისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 100-მდე დასაქმებულმა პროფკავშირების

ამინდი