Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 23-01-2020, 16:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხარაგაულს საქართველოს მთავრობის 21 იანვრის განკარგულებით, 4 093 472 ლარი გამოეყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაუკარგავს, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის  ბოლოს დაკავებული 8 პროექტის დასაფინანსებელი 1 მილიონ 032 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტს, მთავრობის ჯერ 15 იანვრის, შემდეგ კი, 21 იანვრის განკარგულებების მიხედვით, ისევ გადმოეცა.

აღნიშნული თანხით კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება რვა სოფლის ცენტრალურ გზას, საერთო ჯამში 4 მილიონ 093 ათასი ლარით ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება.

მიმდინარე წელს პრიორიტეტი საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება.

2020 წელს ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება: სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია; სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია; დაბა ხარაგაულში ფეხბურთის სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და კალათბურთის მოედნის მშენებლობა; სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); ღორეშის ა/ერთეულში კვადოურის გზის რეაბილიტაცია; ბორითში გოჭოურის უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი); ჩხერის გზის რეაბილიტაცია პირველი ეტაპი; უბისა, ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (პირველი ეტაპი);
მაქათუბანში ბოჟაძეების, გამცემლიძეების და გორგაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია. ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ღვერკი-ხორითის დამაკავშირებელი გზა; სოფელ ჯაფაროულის გზის რეაბილიტაცია; ბორითი-ღორეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) კვესრევი-ამაშუკეთი;
ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; სოფელ სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი); სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია; სოფელ დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაცია; სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ზარანში გზის რეაბილიტაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.


ნანახია: 644-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გზის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დასრულდება.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები უკვე დასრულდა.
ვანის მერიის ანგარიში საზოგადოებას.
2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში, რომელსაც რეგიონული

ამინდი