Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მადლიერების სახლის' 150 ბენეფიციარი საკვებს გარემონტებულ შენობაში მიიღებს

თარიღი : 22-01-2020, 16:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ქუთაისის მადლიერების სახლის” ავტომშენებლის ფილიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა სასადილო და სამზარეულო, მოეწყო სველი წერტილები. განახლებული ფილიალი ქუთაისის მერმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„მადლიერების სახლის ცენტრალური ფილიალი 1997 წლიდან ფუნქციონირებს. რაც შეეხება ამ ფილიალს, 2005 წლის მაისში გაიხსნა. ჩვეულებრივად მიმდინარეობდა საკვების გაცემის პროცესი, აქ 150 ბენეფიციარი გვყავს. ჩატარდა სასადილოსა და სამზარეულოს სარემონტო სამუშაოები, მოწესრიგდა სველი წერტილებიც. გამწოვი სისტემები არ შეესაბამებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების სტანდარტებს. ამ ყველაფრის გაკეთება დავისახეთ მიზნად და შედეგს ხედავთ. ვაგრძელებთ ჩვეულ რიტმში ფუნქციონირებას,"-განაცხადა  ააიპ "მადლიერების სახლის" დირექტორმა, თამთა ბაკურაძემ.

„მადლიერების სახლის“ ავტოქარხნის ფილიალის რეაბილიტაცია 9 000 ლარამდე დაჯდა, ეს მნიშვნელოვანია რადგან სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებს ემსახურება. აუცილებელია იყოს რეაბილიტირებული და სუფთა გარემო, მნიშვნეოვანია რომ მეტი კომფორტი შეუქმნათ ჩვენს თანამოქალაქეებს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

„მადლობელი ვარ, ყურადღებიანი ხალხი არიან, ყველაფერი წესრიგშია, მადლობის მეტი რა მეთქმის. კმაყოფილები ვართ, რომ გარემონტდა. საკვებითაც კმაყოფილი ვარ. საკმარისია სრულყოფილი კვებისთვის,"-აღნიშნა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ლილი ნიკოლეიშვილმა.

8355,09 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები ინდ. მეწარმე "გიორგი არჯევანიძე" -მ შეასრულა.
შეგასენებთ, რომ "მადლიერების სახლის" ავტომშენებლის ფილიალი 2005 წლიდან ფუნქციონირებს. ააიპი საკვებით ჯამში 800 ბენეფიციარს უზრუნველყოფს, ხოლო ავტომშენებლის ფილიალი 150 ბენეფიციარს ემსახურება.


ნანახია: 197-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ამჟამად უფასო კვების ორი ფილიალი, ავტომშენებლისა და ნინოშვილის ქუჩებზე მოქმედებს.
ქუთაისში მადლიერების სახლში არსებულ ვითარება, ქალაქის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჟურნალისტებს ადგილზე გააცნო.

ამინდი