Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროვოკაცია თუ რეალურად სიცივეში მყოფი მოსწავლეები?-წყალტუბოს სკოლაში გათბობას ითხოვენ

თარიღი : 22-01-2020, 16:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი აკაკი ტყეშელაშვილი აღნიშნულ სკოლაში გათბობის კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მოსწავლეებს სიცივეში უტარდებათ გაკვეთილები. მისივე თქმით, გათბობის სისტემის დასამონტაჟებლად ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა ორივეჯერ ერთი და იმავე კომპანიამ გაიმარჯვა და სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა.

„სკოლაში ამ ეტაპზე დგას გათბობის პრობლემა, არ თბება სკოლის ძალიან დიდი ნაწილი. ტენდერი ორჯერ იყო გამოცხადებული, სახელმწიფო თანხები დაიხარჯა ამაში, მაგრამ ორივეჯერ უხარისხოდ გაკეთდა და დღესდღეობით საგანგაშო მდგომარეობაა. ამან გამოიწვია ჩემი და მშობლების პროტესტი. მოსწავლეებს არაადამიანურ პირობებში უტარდებათ სპორტის გაკვეთილები, სადაც არანაირი გათბობა არ არის. თავად შეგიძლიათ შებრძანდეთ და დარწმუნდეთ. პლიუს ამას მინები ჩამსხვრეულია და დამატებით სიცივე შემოდის სპორტდარბაზში. ამასთან, არის გარკვეული საკლასო ოთახები, სადაც დამატებით ელექტროღულემები არის ჩართული, რომ სითბო იყოს. ეს მოსწავლეებთან უსაფრთხოების წესების დარღვევაა. ეს ყველაფერი, როგორც გითხარით გამოიწვია უხარისხოდ დამონტაჟებულმა გათბობის სისტემამ, რომელსაც რატომღაც ხელს აფარებს დირექტორიც და რესურსცენტრის ხელმძღვანელიც. ორივე თბილადაა თავის კაბინეტში, მხოლოდ პატარები არიან სიცივეში.

პირველი ტენდერი 2018 წლის ზაფხულში გამოცხადდა. როგორც კი ჩაირთო გათბობის სისტემა, პრობლემები მაშინვე გაჩნდა. დიდი ბრძოლისა და ძალისხმევის შემდეგ, იძულებული გახდა სამინისტრო ტენდერი ხელმეორედ გამოეცხადებინა, ეს იყო 2019 წლის თებერვალში. გაიმარჯვა იმავე კომპანიამ, რომელმაც გათბობის მილები სკოლას გარედან შემოაყოლა, შემდეგ შეფუთეს, რომ არ გამოჩენილიყო. როცა ამ ყველაფერს ვაპროტესტებდი, გამათავისუფლეს თანამდებობიდან,“-ამბობს აკაკი ტყეშელაშვილი.

პედაგოგის ამ ბრალდებებს უარყოფს სკოლის დირექტორი. გიორგი ბენიძე ამბობს, რომ ტყეშელაშვილი პედაგოგების მოთხოვნის საფუძველზე, დირექტორის მოადგილის პოზიციიდან გათავისუფლების გამო ავრცელებს მსგავს ინფორმაციებს. ამასთან, მისივე თქმით, სკოლაში გათბობის პრობლემა არ არის.

„ბატონი აკაკი არის სკოლის დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომელიც პედაგოგებს აშანტაჟებდა სიცოცხლის მოსპობით, იარაღის მუქარის გამოყენებით და ა.შ. მისი თითქმის ყველა ქმედება მიმართული იყო სხვების დისკრედიტაციისკენ. მე ის გავათავისუფლე პედაგოგთა კოლექტიური მოთხოვნის საფუძველზე. ახლა აქვს შეტანილი სარჩელი სასამართლოში და ითხოვს გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას. ბატონი აკაკი ყოველთვის აქტიურდება მაშინ, როცა სასამართლო პროცესებზე მისთვის არასასურველი შედეგები დგება. ბოლოს, 20 იანვარს იყო სასამართლო სხდომა, სადაც წარსდგენ ის პედაგოგები, რომლებიც ბრალს სდებდნენ ბატონ აკაკის და მისცეს ჩვენება მისი შანტაჟისა და მუქარის შესახებ, რამაც გამოიწვია მისი გაღიზიანება.

რაც შეეხება გათბობის სისტემას, გამოცხადდა ნაწილობრივი რეაბილიტაციის ტენდერი ნორმატივების დაცვით, პროექტის შესაბამისად, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით. როცა კომპანიამ შეასრულა სამუშაოები, აღმოჩნდა, რომ ნაწილობრივი რეაბილიტაცია არ იყო საკმარისი და გამოცხადდა მეორე ტენდერი იმისთვის, რაც არ გაკეთებულა. გაიმარჯვა იმავე კომპანიამ. ორივე შემთხვევაში სამუშაოები ჩატარდა ხარისხიანად, რასაც ადასტურებს სპეციალური, ლიცენზირებული, აუდიტორული სამსახური. შეამოწმეთ თქვენც თუ არაა გათბობა ჩართული, ჩაწერეთ მშობლებიც, პედაგოგებიც და დარწმუნდებით. ბატონი აკაკი არის მატყუარა, ცილისმწამებელი,“-აცხადებს გიორგი ბენიძე.

ამჟამად, აკაკი ტყეშელაშვილი აღნიშნულ სკოლაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების მასწავლებელია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 307-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწავლო პროცესის ერთი დღით გადადების მიზეზი გათბობის სისტემის დაზიანება გახდა.
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთი წლის წინ ჩატარდა, ჭერი ორჯერ ჩამოვარდა.

ამინდი