Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აშენდება თუ არა ქუთაისში საკონცერტო დარბაზი და როგორ აპირებს მერიის კულტურის ააიპი ნიჭიერი მოსწავლეებისა და პედაგოგების წახალისებას?

თარიღი : 20-01-2020, 11:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2020 წელს ქუთაისის მერიის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში სხვადასხვა მიმართულებით ბევრი პროექტია დაგეგმილი. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილემ, ბაია კოღუაშვილმა განუცხადა. კვალიფიკაციის ამაღლება პედაგოგებისთვის, მასტერკლასები, ხელოვნების პოპულარიზაცია მოსწავლე-ახალგაზრდებში, ინფრასტრუქტურის შექმნა და საკონცერტო დარბაზის მოწყობა, ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რომლის განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება.

ბაია კოღუაშვილის თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება #3 სამუსიკო სკოლას, რისთვისაც 207`999.00 ლარია განსაზღვრული. #2 სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 238`715.00 ლარი, ხოლო #1 სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება კი 258`605.00 ლარი იქნება. ხელოვნების სკოლის რეაბილიტაციისთვის კი 419`439.00 ლარი უნდა დაიხარჯოს. 4-ივე ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. გამარჯვებული კომპანიები თებერვლის შუა რიცხვებში გამოვლინდებიან.

„დავიწყოთ ინფრასტრუქტურით. თავისთავად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, რათა აკედიმიური დონე იყოს მაღალი. ამიტომ, ქალაქის მუნიტიპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გათვალისწინებული გახლავთ სამუსიკო სასწავლებლებში გათბობის სისტემის დამონტაჟება და ამავდროულად, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. რაც შეეხება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს (იცით, რომ სავალალო მდგომარეობაშია), უნდა მოხდეს ამ ლოკაციის გარემონტება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დანერგვა და ა.შ. დაგეგილი იყო ცენტრალური სასწავლებლის რეაბილიტაცია საოპერო, დრამატულ თეატრთან ერთად, თუმცა განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა, ჯერჯერობით შეაჩერა ეს პროექტი. ამდენად, იქნება თუ არა აღნიშნულის რეაბილიტაცია ამ წელს, ზუსტად არ ვიცით.

ამასთან, ქუთაისს აუცილებლად სჭირდება საკონცერტო დარბაზი. მე ვერ გეტყვით ამ წუთას დიდი საკონცერტო დარბაზი გაკეთდება თუ არა, მაგრამ არის ალტერნატიული სივრცე. ჩვენ გვაქვს მემორანდუმები გაფორმებული სხვადასხვა მნიშვნელოვან დაწესებულებებთან, მათ შორის აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელიც აპირებს, რომ 2020 წელს ახალი სპეციალობები შემოიღოს. ეს არის რეჟისორის, თოჯინებისა და დრამის მსახიობის სპეციალობები. ესენი თავისთავად ვერ იფუნქციონირებს თუ არ ექნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ეს ბაზა შერჩეული გახლავთ, ესაა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ძველი სააქტო დარბაზი. ამაზე არსებობს პროექტი, რომელიც დამტკიცებულია. მიდის ძალიან დიდი ბრძოლა, რომ ფინანსები მოვიპოვოთ, ქალაქიც გვიდგას გვერდით, შეიძლება ნაწილობრივი დაფინანსება გაგვიკეთოს. ეს იქნება 300-კაციანი სივრცე, ვიდრე ახალი საკონცერტო დარბაზი აშენდება მემორანდუმის საფუძველზე, ქალაქის სხვა კულტურული ღონისძიებებიც აქ ჩატარდება,“-ამბობს კოღუაშვილი.

კოღუაშვილის თქმით, დაგეგმილია სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება და მოსწავლეებისთვის კი- მასტერკლასები.

„რაც შეეხება ღონისძიებებს, ღონისძიებები უნდა იყოს ძალიან მაღალი ხარისხის, რაღაც სტანდარტის ნორმის, რომ ამას მოჰყვეს შედეგი. ეს არ უნდა იყოს ღონისძიებები ღონისძიებებისთვის და მხოლოდ მისი აღრიცხვისთვის. იცით, რომ კულტურულ, საგანმანათლებლო, სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანებაში 18 ფილიალი შედის. თითოეულმა ფილიალმა ორი ღონისძიებაც რომ გააკეთოს, უკვე იქნება ეფექტური, თუმცა ჩვენ ამ ფასადურ და ფსევდოეფექტებზე არ გვინდა რომ იყოს 2020 წელი. ამიტომ, წელს განსაკუთრებით შევეცდებით ჩვენი პედაგოებისა და მოსწავლეების კვალიფიკაციის ამაღლებას, არა მონიტორინგის საშუალებით, არამედ მაღალი დონის პროფესიონალების მოწვევით ქუთაისიდან და არა მხოლოდ ქუთაისიდან. მაგალითად, ჩვენ თბილისის ნიჭიერთა ათწლედთან გვაქვს ძალიან ახლო კავშირი, რაც განაპირობებს იმას, რომ მსოფლიო დონის მუსიკოსებთან ჩვენი ბავშვები არიან ჩასმული. უნდა გამოვყო ნოდარ ჟვანია, რომელიც აბსოლუტურად უსასყიდლოდ ცდილობს (მისი მხრიდან ძალიან დიდი თანხის მობილიზებით) ჩვენი ბავშვები უფასოდ ჩასვას ამ მასტერკლასებში. ამდენად, ჩვენი პრიორიტეტი არის გამოწვევები და ახალი მიდგომები, რომლის შესაბამისადაც, ჩვენმა მოსწავლეებმა მხოლოდ იმ კონკურსების ჩამონათვალში არ მიიღონ მონაწილეობა, რაშიც აქამდე იღებდნენ, არამედ უფრო საერთაშორისო დონის კონკურსებსა და ფესტივალებზე გამოჩნდნენ და ამით ასწიონ საერთაშორისო სტანდარტი, რისი საბაზისო მონაცემებიც და მდგომარეობაც ჩვენთან ნამდვილად არის კვალიფიციური პედაგოგებითა და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდებით. მაგრამ, ყველაფერი არის განვითარებადი და თვითდაკმაყოფილების დრო ჩვენ არ გვაქვს, პირიქით, უნდა გავუსწორდეთ, მხარი ავუბათ იმ მოთხოვნებს, რაც ევროპასა თუ მსოფლიოში არსებობს.

კვალიფიკაციის ამაღლებისა და მასტერკლასების გარდა, ჩვენი სამსახური მიმართული იქნება ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდებში ხელოვნების პოპულარიზაციის მიმართულებით. ანუ ჩვენ უნდა შევიდეთ სკოლებში, სკოლებში, მუზეუმებში, თეატრებში, რაც განაპირობებს მათში ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას და რაც მთავარია, კლასიკური მუსიკის შეყვარებას. მაია დათუნაშვილი მუშაობს ამ პროექტზე და ჩვენც ვართ აქ ჩართულები.

ასევე ვაპირებთ ხელფასებში გრადაციას. მაღალი საფეხურის კვალიფიკაციურ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ ცოტა უფრო მაღალი ხელფასი. მაგალითად, ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ცოტა განსხვავებული ხელფასი უნდა იყოს, რადგან ეს არის მაღალი საფეხურის სასწავლებელი და პედაგოგთა კვალიფიკაცია არის უფრო მაღალი. ეს იქნება ძალიან დიდი მოტივაცია მათთვის. ამის შესახებ იცის ქალაქის მერიამ და ვფიქრობთ, რომ ისინი ძალიან სერიოზულად მუშაობენ ამ პროექტზე,“-ამბობს კოღუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის კულტრულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში ამჟამად 18 ფილიალი შედის.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 630-ჯერ

მსგავსი სიახლეები
100 წლის ისტორიის მქონე სამუსიკო სასწავლებელს არ აქვს შესაბამისი სტანდარტების მქონე საკონცერტო დარბაზი, სადაც სკოლის
ქალაქში არსებული მუსიკალური სკოლების დირექტორების განმარტებით, აღნიშნულ ფუნქციას ნომერ მეორე სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზი
ქუთაისიდან 4 მოსწავლის გამგზავრება ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ უზრუნველყო.
აღნიშნული ვარსკვლავი სამუსიკო სკოლამ ჟანრობრივი მრავალფეროვნებისა და ნოვატორული ექსპერიმენტისათვის დაიმსახურა.
ქალაქის მერმა გაერთიანების ფილიალების მოსწავლეებს, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებზე მიღწეული შედეგებისათვის წლის

ამინდი